"როცა აღმოჩნდა, რომ ანაკლიის პორტი "საუკუნის პროექტია", ივანიშვილის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩაშლილიყო"

"ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება:

"პრემიერმა ღარიბაშვილმა მორიგი ლამაზი დაპირება გახსნა - ჩვენ ანაკლიის პორტს ავაშენებთ, გვენდეთო.

 

ამასთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ქოცებმა შექმნეს წინა ხელისუფლების არამიზნობრივი ხარჯების შემსწავლელი კომისია, რომელმაც დაადგინა, რომ ანაკლიის პორტი ("ლაზიკა") - ქუთაისის აეროპორტთან ერთად! - არამიზნობრივი ხარჯების ნუსხის თავში იყო.

 

ეჭვი რომ არავის შეპარვადა, ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, ჭაობში პორტის აშენება ვის გაუგია, გატყუებთ სააკაშვილიო (გეგონება ფოთი ჭაობზე არ იდგეს).

 

მერე, როცა აღმოჩნდა, რომ ანაკლიის პორტი "საუკუნის პროექტია", ივანიშვილის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ პროექტი ჩაშლილიყო: არ ააშენა ადგილამდე მისასვლელი გზა და რკინიგზა, იმეორებდა, რომ პროექტი არარენტაბელურია, ცდილობდა პროექტის სათავეში მყოფი ადამიანების დისკრედიტაციას და მათ ყველაზე უფრო მძიმე, ფულის გათეთრების, მუხლით აღუძრა პოლიტიკურად მოტივირებული საქმე.


ახლა ეს კაცუნა, იგივე ჰაკიმ ფაშა, იგივე "ბიჭი, რომელსაც ორჯერ გამეორება არ სჭირდება", იგივე "რაც გინდათ, ის დაუძახეთ" პრემიერი, გვაბოლებს, პორტი აშენდებაო.

 

რომ არა 2012 წლის 1 ოქტომბერი, როცა რუსეთმა საქართველო ბედუკაძე-რაფალიანცის სპეცოპერაციითა და დასავლეთის ჩუმი თანხმობით დაიპყრო, ანაკლიის პორტი დიდი ხნის გახსნილი იქნებოდა, რაც საქართველოში არნახულ სიმდიდრეს შემოიტანდა.

 

ამ პორტის გარშემო იარსებებდა ქალაქი ლაზიკა, რომელიც, ყველაფერთან ერთად, ემოციური და ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი იქნებოდა თურქეთში მცხოვრები მილიონობით ლაზისთვის.

 

ასე რომ, აღარ მოვტყუვდეთ. იმას კი აღარაფერი ეშველება, რაც უკვე გვაჭამეს, მაგრამ მომავალში მაინც,"- წერს ზაზა ბიბილაშვილი.

წაკითხვა 264 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.