May 2, 2024

"ესეც თქვენი „გმირები!“„პატრიოტები“, რომლებიც საკუთარი ქვეყნის მიწასთან გასწორებით იმუქრებიან"

ესეც თქვენი „გმირები!“ „პატრიოტები“, რომლებიც საკუთარი ქვეყნის მიწასთან გასწორებით იმუქრებიან… - წერს სოციალურ ქსელში „აი ია“-ს დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი უკრაინაში მებრძოლის მუქარის შემცველ ვიდეოსთან დაკავშირებით.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, საქართველოს განადგურებას აანონსებენ, ქვას ქვაზე არ დავტოვებთ და ნაცებს მაინც მოვიყვანთ ხელისუფლებაშიო.

 

„ესეც თქვენი „გმირები!“ „პატრიოტები“, რომლებიც საკუთარი ქვეყნის მიწასთან გასწორებით იმუქრებიან… საქართველოს განადგურებას აანონსებენ, ქვას-ქვაზე არ დავტოვებთ და ნაცებს მაინც მოვიყვანთ ხელისუფლებაშიო… ჩამოდით, ჩამოდით…“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

 

სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკზე“ გავრცელებულ ვიდეოში უკრაინაში მებრძოლი ამბობს - „კიდევ ერთხელ გეუბნებით, საქართველოს მიწასთან გავასწორებთ, თქვენთან ერთად გავასწორებთ მიწასთან, ასე კატოკივით გადაგივლით ყველას და მერე ხელახლა ავაშენებთ. აბა რა აზრი აქვს ახლა, თქვენ უნდა გერქვათ ქართველები? და თქვენ საქართველოს დროშით უნდა დადიოდეთ, ჰიმნს უნდა მღეროდეთ, პასპორტებში ქართული უნდა გეწეროთ?“, - წერს შაქარიშვილი.

წაკითხვა 354 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.