May 2, 2024

"მთელი დავოსი ლაპარაკობს, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს უკრაინის რეაბილიტაციის ფული"

ალექსი პეტრიაშვილი სოციალური ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

 "საამურია, როდესაც ურდოს სამხედრო ბლოგერების ტელეგრამ გვერდებზეც კი ვრცელდება არასრული სია დასავლეთის სამხედრო დახმარების უკრაინისთვის. 

 

დანია მის ხელთარსებულ 15-ვე საარტილერიო სისტემა ცეზარს გადასცემს უკრაინას და პლუს 4 ცალს, რომელიც შეკვეთილი აქვს საფრანგეთისთვის; 

შვედეთი გადასცემს საარტილერიო სისტემა არჩერს - ყველაზე სწრაფ და ყველაზე ზუსტს მსოფლიოში; აგრეთვე გადასცემს 50 ჯავშანმანქანას. 

ესტონეთი გადასცემს მის ხელთარსებულ საარტილერიო ქვემეხებს. ესტონეთი უკრაინას გადასცემს თავის ისტორიაში ყველაზე მსხვილ დახმარებას;

ლიეტუვა გადასცემს ჰსთ სისტემებს და ვერტმფრენებს;

 

ლატვიაც გადასცემს ვერტმფრენებს და დამატებით შეიარაღებას; 

 

ტალინში 9 ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა მოაწერეს ხელი დეკლარაციას უკრაინისთვის უწყვეტი დახმარების შესახებ; 

ბრიტანელები ხომ გამოდიან ჩელენჯერის ტანკებს და პლუს ჯავშანმანქანებს, კიდო ზემოდან 600 მაღალი სიზუსტის რაკეტა ბრიმსტოუნს; 

ამერიკელები 2.5 მილიარდი დოლარის დახმარებას გადასცემენ; 

 

ახლა დესერტი ტანკების სახით: 

 

გერმანიის თავდაცვის ახალმა მინისტრმა განაცხადა, რომ არ არის მაინცდამაინც სავალდებულო, რომ ამერიკულ აბრამსებს დაელოდოს გერმანული ტანკების მიწოდება უკრაინისთვისო; 

 

არ ვიცი ამის თქმა პოლონეთის განცხადებამ აიძულა თუ არა, მაგრამ პოლონეთმა დაგლიჯა: მე არ ვიცი გერმანია რას იზამს, მაგრამ თუ თავს შეიკავებს, მე ჩემსას მაინც გადავცემო; ფრანგებმა არიქა ჩვენც ჩამოვალ ჩვენს "ლეკლერკებს" და ქენით გერმანელებმაც რამეო. ევროპული კავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კიევიდან დაიჭექა: დროა! ტანკები დაიდოსო!  

 

მოკლედ ისეთი ამბავია, რომ დღეს რამშტაინში მართლაც  ისტორიული გადაწყვეტილებები იქნება.

ერთობლივად 1000 ჯავშანმანქანა, ამდენი ჰაიმარსი ნასამსი, საარტილერიო სისტემები, ტანკები (დადასტურებულად ტ-72 მ და მაღალი ალბათობით დასავლური ტანკები) - გარდატეხა დასავლეთის ფსიქოლოგიაში ხდება. პენტაგონი ამბობს, რომ ყველაფერი შეუძლია გამოიყენოს უკრაინამ ყირიმის დასაბრუნებლადო! 

 

რუსეთი უნდა დ ა მ ა რ ც ხ დ ე ს! ეს არის გადაწყვეტილი და გამოცხადებული! 

 

რუსეთში ამ დახმარებაზე პირველმა მონაცემებმაც კი მძიმე ჰაერი დააყენა. მთვრალი ძიმონა მედვედევი და მამაძაღლი აგენტი კირილიე გუნძიაევი ერთდროულად აჭიკჭიდნენ, არ ყოფილა ისტორიაში შემთხვევა, ბირთვულ სახელმწიფოს კონვენციურ ომში წაეგოსო! თუ აგებს, მაშინ ბირთვულ იარაღს გამოიყენებსო! აჰაჰაჰა! 

 

კიევს იღებდნენ 3 დღეში ეს მართლა ბანძები და მოსკოვში ჰსთ სისტემა პანცირებს აყენებდნენ გუშინ შენობებზე!

მოკლედ დღეს დიდი რამეები დაიდება რამშტაინიდან!

 

მანამდე კიდო ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომ პუტინის რეჟიმიც და მასთან ერთად ლუკაშენკას რეჟიმიც უნდა გასამართლდესო! მართალია, მავანნი ამბობენ, ჩალის ფასი აქვსო ევროპარლამენტის რეზოლუციას, არადა რეალურად ცხვება გემრიელად მთელი პროცესი და იკვეთება უკვე პუტლერის რეჟიმის სპეციალური ტრიბუნალის კონტურები! 

 

მთელი დავოსი ლაპარაკობს, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს უკრაინის რეაბილიტაციის ფული. 700 მილიარდ დოლარზეა საუბარი. 21-22 ივნისს შევიკრიბებით ლონდონში და იქ დავილაპარაკოთო, ბრიტებმა დაიჭექეს! 

 

ცირკი გითხრათ: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ არაჩვეულებრივი ურთიერთობების მიუხედავად, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ ვაღიარებთ ყირიმის და დონბასის ანექსიასო! 

 

სერბეთის პრეზიდენტმა უკრაინას ენერგოსისტემის აღსადგენად საჭირო აღჭურვილობას გავაგზავნითო! 

თქვენ რა გჭირთ ტო? 

 

ამასობაში ფრონტზე: 

სვატოვოსკენ მაგრა აწვებიან ჩვენები. ურდო მოთქვამს ნოვოსელევსკაში მაგრა უტევს უკრაინაო და კუზემოვკის მხრიდანაც აძლიერებს შეტევებსო! არტილერია უბაგუნების ჩვენების მაგრა! 

 

ეეეერთ პატარა სოფელ მარიინკას შეაკვდა 10 თვე ნახევარი მთელი ურდო; კიდევ ავდეევკას და ახლა კიდევ კლეშჩეევკას. ახლა კლეშჩეევკაზე გამოხტა კუხარკა პრიგოჟინი, ავიღეთო. როგორც სოლედარი აიღე შე მართლა კუხარკა, ისე აიღე კლეშჩეევკაც. 

 

სოლედარში ჩვენი არტილერია შიგ კაკალ გულში უხათქუნებს ურდოს!   

 

ბახმუტი როგორც იდგა, აეგრე მაგრად დგა!

 

შეუტევსო კაცოუ, დიდი შეტევა იქნებაო! გარბიან ჩმობიკები სამხედრო ნაწილებიდან, არ გვინდა ბრძოლის ველზე სიკვდილიო! 

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში - საქართველომ უნდა გაიმარჯვოს 2023-ში - პუტლერის იმპერია ჩამოინგრევა დიიიდი გრუხუნით 2023-ში! 

დიდება უკრაინას! 

დიდება გმირებს! 

დიდება ერს! 

სიკვდილი მტერს!"- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

წაკითხვა 264 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.