"გავრილოვს როდის მოიწვევთ ისევ და ელარჯს გაუწელავთ ნეტა?"- დავით ქაცარავა

დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სერგეი გავრილოვის განცხადებას ეხმაურება, სადაც დუმის დეპუტატი აცხადებს, რომ აუცილებელია არა მხოლოდ ფრენების, ასევე დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის.

მისი თქმით, უკრაინა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაშია ჩართული რუსეთთან, ყველა ცივილიზებული სახელმწიფო სანქციებს უწესებს, აძევებს მათ დიპლომატებს ქვეყნებიდან, რუს შპიონებს იჭერენ, მთავრობა კი რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე ალაპარაკდა.

 

"გუშინ იყო და ფრენები უნდა აღსდგესო რუსეთთან, ამაში ცუდს რას ხედავთო. 

 

დღეს უკვე გ ა ვ რ ი ლ ო ვ ი  ლაპარაკობს, რომ დიპლომატიური ურთიერთობები უნდა აღვადგინოთო. 

 

ხვალ რას გვეტყვით ნეტა, სამოკავშირეო ხელშეკრულება უნდა გავუფორმოთ რუსებს და რუსული დროშა უნდა აღვმართოთ პარლამენტის თავზე?

 

ამასაც გააპრავებენ ეს ქოცკოლაბორანტები და რუსეთუმეები ტაშს დაუკრავენ, აბა რა, დიპლომატიური ურთიერთობებიც გვინდა, ელარჯსაც და რუსულ დროშასაც. 

 

ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესები ხომ უნდა დავიცვათო. 

 

გავრილოვს როდის მოიწვევთ ისევ და ელარჯს გაუწელავთ ნეტა? 

 

ჩვენ როდემდე უნდა ვუყუროთ ამ მოღალატეობრივ ვაკხანალიას??? 

 

უკრაინა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაშია ჩართული რუსეთთან, ყველა ცივილიზებული სახელმწიფო სანქციებს უწესებს, აძევებს მათ დიპლომატებს ქვეყნებიდან, რუს შპიონებს იჭერენ, ესენი კიდევ დიპლომატიურ ურთიერთობებზე ალაპარაკდნენ ჩვენს მოსისხლე მტერთან!!!!

 

ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენს მოქალაქეებს რომ იტაცებენ, მიწა-წყალს გვართმევენ, ევრო კავშირის მონიტორინგის ჯგუფს გამაფრთხილებელ ცეცხლს უხსნიან და ეს კაპიტულანტ-კოლაბორანტი მთავრობა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ელაპარაკება!"- წერს დავით ქაცარავა.

 

ცნობისათვის, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა NEWS.ru- სთან საუბარში განაცხადა, რომ აუცილებელია არა მხოლოდ ფრენების, ასევე დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის. მისი თქმით, საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებასა და საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერას.

 

„უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციის გათვალისწინებით, ასევე რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების ომთან დაკავშირებით საქართველოს დამოკიდებულებიდან გამომდინარე, აუცილებელია არა მხოლოდ ავია ფრენების, ასევე ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების სრულად განახლება. საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებასა და საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერას“ -აღნიშნა გავრილოვმა.

 

გავრილოვის სიტყვებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობის აღდგენა ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვას და ტურიზმის განვითარებას.

 

„უნდა გაიზარდოს ავიაკომპანიების რიცხვი, მათ შორის მეგობრული ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის ტრანსპორტირებას განახორციელებენ,“ - განაცხადა რუსეთის დუმის დეპუტატმა.

წაკითხვა 262 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.