May 2, 2024

"საგარეჯოში ჩავიდნენ მაშინ, როცა უკვე ამდენი ხალხი გამოგვეცალა ხელიდან, თუმცა მათთვის ხომ მთავარი ძალაუფლებაა"

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება:

"ახლა როგორ არ ვთქვა, როცა ივანიშვილმა თავის სპეცრაზმს ნიკა მელიას დაჭერა, დაავალა, ისე შეიჭრნენ პარტიის ცენტრალურ ოფისში სახურავიდან, სარდაფიდან და ყველა ლოკაციიდან კოსმოსის გარდა რომ იქ მორიგეობაზე მყოფმა  პარტიის ლიდერებმა და უამრავმა აქტივისტმა დროულად ვერაფერი გაიგო. 20 ივნისს შესაშური ოპერატიულობით დასთხარეს თვალები გავრილოვის საწინააღმდეგო მიტინგზე მყოფ მშვიდობიან ახალგაზრდებს—-საგარეჯოში კი ჩავიდნენ მაშინ, როცა უკვე ამდენი ხალხი გამოგვეცალა ხელიდან. თუმცა მათთვის ხომ მთავარი ძალაუფლებაა და არა ხალხის სიცოცხლე რა გვიკვირს? უდიდეს სამძიმარს ვუცხადებ ჩემს საგარეჯოს და დაღუპულთა ოჯახებს. დღეს ყველანი საგარეჯოელები ვართ. იმედია გლოვას მაინც გამოაცხადებს ხელისუფლება მთელ ქვეყანაში," - წერს შალვა ნათელაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან ყოფილმა სამხედრო პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

წაკითხვა 193 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.