"ნაციონალურ მოძრაობას" ახლა დაუდგა ბევრად რთული ეტაპი" - არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა:

"ნაციონალურმა მოძრაობამ" კონკურენციის და რეალური შეჯიბრით აირჩია ახალი თავმჯდომარე. სხვა პარტიების უმრავლესობა და განსაკუთრებით "ქართული ოცნება" სანამ ქილიკს დაიწყებს, ჯერ ამ "ლეველს" მიაღწიოს, სადაც ნაცმო ერთი ნაბიჯით უსწრებს სხვებს. 

 

დანარჩენში, ვინ როგორი იქნება ამა თუ იმ როლში, არავინ იცის, მათ შორის ხაბეიშვილიც, რომელიც შესაძლოა წარმატებული თავმჯდომარეც გამოდგეს, შესაძლოა წარუმატებელიც. ძალიან ბევრი დილემა და სირთულე დახვდება წინ, განსაკუთრებით ფინანსური პარტნიორების ზეგავლენისგან გასათავისუფლებლად და პოლიტიკური გონიერებით გადაწყვეტილებების მისაღწევად. ხაბეიშვილს აქვს გარკვეული უნარები და პიროვნული თვისებებიც, რომელსაც მე მაღალ შეფასებას მივცემდი, თუმცა მას სჭირდება მნიშვნელოვანი გადარესტარტება, რომ სამოქალაქო აქტივიზმის უნარები პოლიტიკურ ქცევაში გადაზარდოს, თუ კი გაუმკლავდება პიროვნული რესურსის ამ  გამოწვევას. 

 

ნიკა მელიამ სცადა სიახლის შეტანა პარტიაში, თუმცა ამაში, ჩემი აზრით, პირველ რიგში პარტიის დამფუძნებელი დაუპირისპირდა და მოჰყვა ის, რაც მოჰყვა. პარტიის საკმარისი ნაწილი კი არ აღმოჩნდა მზად შეექმნა შინაარსი, რომელიც პარტიის 20 წლის წინანდელი შინაარსისგან განახლებადი და განსხვავებული იქნებოდა, ახალი პოლიტიკური ეპოქის შესაბამისი, ასეთი აღმოჩნდა  პარტიის ნება. მელიას, აქვს გარკვეული პოლიტიკური პერსპექტივები, თუმცა ამაზეც ბევრი აქვს სამუშაო, თუ დარჩება პოლიტიკურ სივრცეში.

 

მთლიანობაში,  "ნაციონალურ მოძრაობას" ახლა დაუდგა ბევრად რთული ეტაპი წინ, ვიდრე ალბათ პარტიას აქამდე ჰქონდა მთელი არსებობის მანძილზე, რითი  სარგებლობის შესაძლებლობაც სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც გაუჩნდება თვითპოზიციონირების კუთხით,"- წერს არჩილ გამზარდია.

წაკითხვა 202 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.