"კოლექტიურ ზურა გირჩთან ერთად რომ გინდათ თავისუფლებით ტკბობა - გახსოვდეთ, რომ სანდრო გირგვლიანი სასტიკი წამებით მოკლეს"

მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს სანდრო გირგვლიანის დაბადების დღეა, იმ 28 წლის ბიჭის, რომელიც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ცოლის ბრძანებით გაიტაცეს და წამებით მოკლეს.

„13 თებერვალი სანდრო გირგვლიანის დაბადების დღეა. იმ ბიჭის, 28 წლის ასაკში რომ წამებით მოგვიკლა სისტემამ. იმ ბიჭის, მთელმა საქართველომ რომ ჩავიკარით გულში, ვიცნობდით თუ არ ვიცნობდით. იმ ბიჭის, რომლის გმირმა დედამ და ოჯახმა ღირსების მაგალითი გვაჩვენა.

 

ეს უნდა იცოდნენ ახალგაზრდებმა, ნაც-ლიბერალებთან ერთად რომ აპირებენ შინ ევროპისკენ სვლას.



კოლექტიურ ზურა გირჩთან ერთად რომ გინდათ თავისუფლებით ტკბობა - გახსოვდეთ, რომ ეს ღიმილის ბიჭი შსს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ცოლის ბრძანებით გაიტაცეს, სასტიკი წამებით მოკლეს, შემდეგ ცილი დასწამეს, დანაშაული მიჩქმალეს, შემსრულებელი ჯალათები სასათბურე პირობებში ამყოფეს, მალევე გაათავისუფლეს, სრულიად პოლიტიკური ვერტიკალი გაპრავებაზე ამუშავეს. კონფორმისტებმაც წაიყრუეს, ბევრმა გააპრავა და დღემდე აპრავებს. ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და იმ ძალაუფლების გემო ენატრებათ, სანდროს დასჯის ბრძანებას რომ გასცემდნენ და უმალ სრულდებოდა“, - წერს ვატო შაქარიშვილი.

წაკითხვა 376 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.