"მარიინკაშიც სერიოზული ბრძოლები იყო, კრემინნას მიმართულებაზე შემოგვიტიეს, მაგრამ მოხვდათ ყბაში ურდოსებს"

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

"ბაიდენის კიევში ვიზიტს დღეს ურდომ წარუმატებლად გამოცადა ინტერკონტინენტალური ბალისტიკური რაკეტა "სატანა 2" (რუსულად სარმატი);

 

- პუტლერის ფრუტუნი ლუჟნიკებში სულ 4 წუთს გაგრძელდა, მერე დაითესა და 500 მეეთიანებმაც დაშლა დაიწყეს (ინფლაციაა, თორემ თავის დროზე ეგენი 5 თუმნიანები იყვნენ;

 

- პიანი ძიმონა მედვედევმა სიმართლე წამოროშა, თუ წავაგეთ უკრაინაში, რუსეთი აღარ იარსებებსო (ველოდებით როდის გაუნათდება და მიხვდება, რომ აგებენ და რუსეთი მართლაც დაიშლება);

 

- დიდი ბრიტანეთი, როგორც ყველაფერში, ალბათ პირველი იქნება, ვინც უკრაინას დასავლურ საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემს;

 

- სავარაუდოდ, დიდი ბრიტანეთი ასევე დაპირებულ 14 ჩელენჯერ 2 ტანკზე მეტს გადასცემს უკრაინას;

 

- პოლონეთი მზადაა მის ხელთარსებული ყველა მიგ-29 გადასცეს უკრაინას, ხოლო დასავლურ თვითმფრინავებზე საჭირო იქნება ალიანსის ფორმატში კონსულტაციები და კოორდინაცია;

 

- ესპანეთიც გადასცემს თავის ლეოპარდ2 ა4 ტანკებს უკრაინას;

 

- ბუქარესტის 9-იანის ლიდერები შეხვდნენ ბაიდენს ვარშავაში და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს;

 

- ზელენსკი ესაუბრა პაკისტანის, უგანდის და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს. დიპლომატიური მხარდაჭერის გარდა, პაკისტანთან და დიდ ბრიტანეთთან სამხედრო დახმარებაზეც იქნებოდა საუბარი;

 

- გაეროს გენერალური ასამბლეა 23 თებერვალს მიიღებს რეზოლუციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიასთან დაკავშირებით;

 

- ჩინეთის მთავარი დიპლომატი ჯერ ჯაგლაგა ლავრაშას შეხვდა და მერე პუტლერმა მიიღო. უთხრეს სადღეგრძელოები ერთმანეთს, პუტლერმა სულმოთქმელად ველი სი ძინპინის ვიზიტს მოსკოვშიო; ვან იმ დაველოდოთ, დაველოდოთო.

 

ჩინეთის საგარეო მინისტრმა ვან ვენძიაბინმა, დედას ვფიცავართ, ბუდას ვფიცავართ, იუდას ვფიცავართ, არ ვაპირებთ რუსეთისთვის ლეტალური იარაღის გადაცემას და ნუ ავრცელებთ აქ რაღაც პროვოკაციებსო; ნუხარაშო;

 

- ძალიან ხლართავენ ურდოსები მოლდოვას ამბავს, ავრცელებენ, თითქოს უკრაინა აპირებს მოლდოვაში შეჭრას. არესტოვიჩმა, ეგრე თუ მოხდა, 3 დღეში დავამთავრებთ ურდოს 14-ე არმიასო. ვნახოთ, რა მოხდება ამ დღეებში;

 

- გუშინ გაგრძელდა გაუმარსების ბაბანი მარიუპოლში, დებალცევოში და შიგ დონეცკში. ასევე აფეთქებები იყო ბელგოროდში. საწყობები და ურდოს ცოცხალი ძალა მიფრინავს ფერფლად მეორე დღეა ცაში;

 

- ფრონტზე მძიმე ბრძოლებია. სავარაუდოდ, ბერხოვკის ცენტრში არიან უკვე ვაგნერელები და გაძლიერდა იერიში უკვე იაჰიდნის მიმართულებაზე; ბახმუტის სამხრეთ შემოგარენში იყო მაგარი შემოტევა, მაგრამ მოიგერიეს ჩვენებმა; ბახმუტის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში ისევ გააქტიურდა ვაგნერი; მარიინკაშიც ძალიან სერიოზული ბრძოლები იყო გუშინ; კრემინნას მიმართულებაზე შემოგვიტიეს, მაგრამ მოხვდათ ყბაში ურდოსებს; სვატოვოსკენაც გააქტიურებაა. მოკლედ, მასშტაბურ შეტევაზე რომ იყო საუბარი რუსეთის მხრიდან, გადასულია უკვე დასკვნით ფაზაში; თანაც ურდოს შეიარაღების პრობლემებიც აქვს და ცოცხალი ძალაც ულევად ეხოცება. ასე რომ რამდენიმე დღეში ეს შემოტევებიც ჩაიფუშება;

 

- კუხარკა პრიგოჟინმა თავისი მკვდარი ვაგნერელების ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნა, ასე მოვკვდებით ყველა ბახმუტთან იმიტომ რომ შოიგუმ და გერასიმოვმა ჭურვები არ მოგვცესო; ეგრე იქნება, ყველანი დარჩები ბახმუტთან და თქვენს ცოლებს დაურიგებენ თქვენს მაგივრად კალბასებს (სპეციალურად ვწერ ასე ძეხვებს, უფრო ჟღერს), პელმენებს და სასისკებს! ჰალალია თქვენზეც, თქვენს ოჯახებზეც და თქვენს ყველა მაქებარზეც!


უკრაინა 2023-ში გაიმარჯვებს! საქართველოშიც ჩამოვყალიბდებით 2023-ში, ვინ საით და როგორ! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!


დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!"- წერს ალქსი პეტრიაშვილი.

წაკითხვა 235 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.