"პარლამენტის მთავარი ძალა რუტინაშია, ყოველდღიურ მუშაობაში, რომელიც ვერ ისწავლა და ვერ გამოიყენა ვერცერთმა ოპოზიციამ"

პარლამენტის ბოიკოტი არის უაზრო. პარლამენტში ყოფნა რომ სჯობია არყოფნას, ეს კიდევ ერთხელ აჩვენა გუშინდელმა დღემ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში რომან გოცირიძე წერს.

 

მისი თქმით, კიდევ ერთხელო იმიტომ, რომ პარლამენტის ბოიკოტის პირობებში ვერც გავრილოვის გაძევება მოხდებოდა იქიდან.  

 

"ამავე დროს, პარლამენტის ეფექტი არ არის მხოლოდ ხმაურიანი დღეები და სამშაბათობით პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლა. პარლამენტის მთავარი ძალა რუტინაშია, ყოველდღიურ მუშაობაში, რომელიც ვერ ისწავლა და ვერ გამოიყენა ვერცერთმა ოპოზიციამ. 

 

გარეთ პროტესტი მაშინ ღვივდება, როცა შიგნით ცხელა. ეს დაადასტურა ქართული პოლიტიკური ცხოვრების ოცდაათწლიანმა ისტორიამ,"- წერს რომან გოცირიძე.

წაკითხვა 269 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 03 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.