"რუსული კალკი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია არ/ვერ გაიწვევა განცხადებით"

რუსული კალკი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია არ/ვერ გაიწვევა განცხადებით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში იურისტი ლევან ალაფიშვილი წერს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას ეხმაურება.

 მისი თქმით, პარლამენტის რეგლამენტი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევას. 

 

"მუხლი 101.3. ციტირებულია ქვემოთ.

 

რა უნდა მოხდეს:

 

ვენეციის კომისიიდან გამოიწვიონ ორივე კანონპროექტი;

 

რუსული კალკი სასწრაფოდ დააყენონ საკომიტეტო/პლენარულ კენჭისყრაზე და წინააღმდეგ მისცენ ხმა, ჩააგდონ.

 

აი, ეს იქნება რეალური უარი რუსულ კალკზე და საჭირო არ არის შეხვედრა-განხილვები.

 

სხვა შემთხვევაში არჩეულები იგებენ დროს, გადააგორებენ პროტესტს და ზაფხულის პირს საბოლოოდ მიიღებენ.

 

#ამხილე #საქართველოევროპაა #ივნისისთაობა

 

კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე,"- წერს ლევან ალაფიშვილი.

 

"საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო," – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

წაკითხვა 205 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.