May 4, 2024

"მარიინკაში ვითარება უცვლელია, ავდეევკაშიც ჩვენები წარმატებით იგერიებენ ურდოს შემოტევებს"

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

"14 ერთეული ბრიტანული სუპერ ტანკი ჩელენჯერ 2 უკვე უკრაინაშია;

ფრანგული მსუბუქი ტანკები (უფრო ზუსტად თვითმავალი არტილერიული სისტემა) უკვე უკრაინელი საზღვაო ქვეითების განკარგულებაშია;


გერმანიის მიერ დაპირებული ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა პატრიოტი ადგილზეა, ანუ ისიც უკრაინაშია;


ამასობაში ურდოსიამ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო "ტ-90-ებით და ტ-80-ებით", ახლა კი ჩამოგორდა "ტ-55-ებზე" და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის არტილერიაზე;

"ომი ძალიან, ძალიან მალე დასრულდება"; "ყირიმის გათავისუფლება გეგმის მიხედვით მოხდება" - ასეთი ოპტიმისტური განცხადებები ეკუთვნის არც მეტი, არც ნაკლები უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელს, გენერალ კირილო ბუდანოვს;

ამავე დროს, ურდოსიაში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე პანიკა სულ უფრო მატულობს როგორც პროპაგანდისტულ არხებზე, ისე ადგილზე. ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მოსახლეობას ნავებს ართმევენ, ხოლო ზაპოროჟიეში მოსახლეობას მოუწოდებენ დატოვონ საცხოვრებელი და გადავიდნენ რუსეთში, იმიტომ რომ სულ მალე დაიწყება უკრაინელების შეტევა;

პრეზიდენტი ზელენსკი ფრონტის ხაზზე ჩავიდა. ავდეევკა ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია და სწორედ იქ ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი; მან დააჯილდოვა უკრაინელი მებრძოლები, გაამხნევა და მადლობა გადაუხადა მათი გმირული ბრძოლისთვის;

შეუიარაღებელი თვალითაც კი ადვილია განსხვავების პოვნა, რამდენად ბუნებრივია ზელენსკი თავის სამხედროებთან ურთიერთობაში საბრძოლო მოქმედებების 5კმ-იან რადიუსში და რამდენად ყალბი და ხელოვნურია პუტლერი თუ მისი ორეული ვითომ ხერსონის და ლუჰანსკის ოლქებში ყოფნის დროს; თანაც პუტლერის პიარის მანქანაც ირღვევა უკვე ფაჩიკოს გარმონივით - პუტლერი ამბობს, მალე აღდგომააო, პიარი ამტკიცებს აღდგომის მერე 2 დღეში ჩავიდაო. თანაც, რომც დავუშვათ, რომ უშუალოდ რეალური პუტლერი იმყოფებოდა ადგილზე, ღია სადაზვერვო წყაროების ანალიზზე დაყრდნობით, ის იმყოფებოდა ხერსონის ოლქში საბრძოლო მოქმედებების არეალიდან 130-150 კილომეტრში (სადაც მას ჩვენი რაკეტები ვერ მიწვდებოდა); ეს მართლა ბუნკერის ვირთხა ესა.

ფრონტის ხაზზე ყველაზე მძიმე ვითარება მაინც ბახმუტშია. მის დასავლეთ ნაწილში მიდის გაცხარებული ბრძოლები. ჩვენები ანადგურებენ როგორც ურდოს რეგულარულ ნაწილებს, ისე ვაგნერელ ორკ-ესტრანტებს. ძალიან სერიოზულად ფიტავენ ურდოს რესურსს; სავსეა სანგრები ურდოს ტვირთი 200-ებით; თანაც ჩვენების დრონებიც ჩინებულად მუშაობს - უშვებენ და უშვებენ კობოზნის კონცერტზე "იღბლიანებს"; სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალი სირსკი კვლავ აცხადებს, რომ ადგილზე ვითარება კრიტიკულია, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება; უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ ჩვენები პირველ რიგში ცოცხალ ძალას ზოგავენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ჩვენების მსხვერპლი და მაქსიმალური ზიანი მიაყენონ მტერს;

მარიინკაში ვითარება უცვლელია; ავდეევკაშიც ჩვენები წარმატებით იგერიებენ ურდოს შემოტევებს; კრემინა-სვატოვო-ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებაზე პოზიციურ ბრძოლები გრძელდებოდა მთელი დღის განმავლობაში;

დიდი შვიდეულის საგარეო მინისტრები შეიკრიბნენ იაპონიაში; შემაჯამებელ კომუნიკეში მათ კვლავ მოუწოდეს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები მთელი უკრაინის ტერიტორიიდან;

ბლუმბერგის ინფორმაციით, მაკრონი ამზადებს სამშვიდობო გეგმას და იმედი აქვს, რომ ჩინეთის დახმარებით ზაფხულში მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამს უკრაინას და რუსეთს; სავარაუდოდ, მაკრონიც კი უკრაინის ფართომასშტაბიან შეტევას დაელოდება;

ბრაზილიის პრეზიდენტს ოფიციალურმა კიევმა ხომ უპასუხა, არ ვიცით რაზე საუბრობს ბატონი ლულა, ჩვენ ჩვენი მშვიდობის ფორმულა გვაქვსო; მერე საერთაშორისო კრიტიკის ქარცეცხლში მოყვა ლულა ბატონი და იძულებული შეიქნა, დაეკორექტირებინა თავისი გზავნილები. მან დაგმო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები;

მოკლედ, ვინც რა "სიბრძნე არ უნდა აფრქვიოს", ყველაფერი მაინც ბრძოლის ველზე გადაწყდება! ამასთან დაკავშირებით თეთრ სახლში განაცხადეს, რომ უახლოესი კვირები და თვეები გადამწყვეტი იქნება და აშშ ყველაფერს გააკეთებს უკრაინის დასახმარებლად!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველომ უნდა გაიხაროს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!"- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

წაკითხვა 260 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.