May 4, 2024

"რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის სიამაყეს, ოპერატიულ ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექს „ისკანდერ“-ს გუშინ შეურაცხყოფა მიაყენეს"

რუსეთის, რუსეთის შეიარაღებული ძალების, რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის სიამაყეს, ოპერატიულ ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექს „ისკანდერ“-ს ( ინდექსი 9K720 ) გუშინ შეურაცხყოფა მიაყენეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე წერს.

მისი თქმით, გამოუსწორებელი რეპუტაციული ზიანი მიადგა რუსი იმპერიალისტების საყვარელ სათამაშოს, კიევის თავზე 11-ვე ბალისტიკური რაკეტა ჩამოგდებული იქნა.

 

"მითი დასრულდა. დეკლარირებული იყო, რომ ისკანდერის კვაზიბალისტიკური სტილის რაკეტა, უტევს 50 კილომეტრის სიმაღლიდან, ახორციელებს ზემანევრებს 20-30G გადატვირთვის ფარგლებში, უშვებს ცრუ სამიზნეებს, რებ ( რადიოელექტრონულიბრძოლის) სისტემების საშუალებით ახშობს მოწინააღმდეგის აღმოჩენის, მიზანში ამოღების და მიყოლის საშუალებებს და 500 კმ-ზე აღწევს სამიზნემდე. ვერც დღეს და ვერც მომავალში საჰაერო თავდაცვას ვერ უნდა ჩამოეგდო ეს რაკეტა. გუშინ 11 ჩამოაგდეს. 11-დან 11-ს ჩამოაგდეს.

 

უანალოგო „კინჯალის“ ფიასკოს შემდეგ მისი შემქმნელების ჯგუფი დაკავებულია სამხედრო-მეცნიერული აფერისტობისა და უანალოგო მონაცემების გაყალბება-მითვისების გამო. ისკანდერის ფიასკოს, შეიძლება ქალაქ კოლომნის ( სამეცნიერო-საკონსტრუქტორო ბიურო აქ არის განთავსებული) ბალისტიკური გასროლა მოჰყვეს მოსკოვის ოლქიდან მაგადანისკენ.

 

უუანალოგოთა სიაში, შეუბღალავი, მგონი მხოლოდ ტანკი არმატა დარჩა და ისიც იმიტომ, რომ ჯერ ვერ ჩააღწია ფრონტის ხაზამდე (უნიკალური ტანკია, მაგრამ დატანჯა ძრავმა),"- წერს გიორგი თავდგირიძე.

 

წაკითხვა 175 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.