April 30, 2024

"მთლიანად ვეთანხმები „ლელოს“ წამოყენებულ დერუსიფიკაციის კონცეფციას" - სააკაშვილი

მთლიანად ვეთანხმები „ლელოს“ მიერ წამოყენებულ დერუსიფიკაციის კონცეფციას -„გამარჯვების კოალიციამ“ უნდა გამოავლინოს თავისი საუკეთესო თვისებები, სხვა პარტიებმა - თავისი და ამაში მათ წარმატებას ვუსურვებ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი განმარტავს, „რუსული ვირუსი, რომელიც სიკვდილით ემუქრება ჩვენს ეროვნულ ორგანიზმს, მთელი საზოგადოების იმუნიტეტისა და ძალების მობილიზებას საჭიროებს“.

„მთლიანად ვეთანხმები "ლელოს" მიერ წამოყენებულ დერუსიფიკაციის კონცეფციას. დერუსიფიკაცია უნდა იყოს სწორედ ის, რაც ყველამ უნდა აკეთოს და რისი გადადებაც იგივეა, რომ რაიმე მძიმე დაავადება მკურნალობის გარეშე მიუშვა.

რუსული ვირუსი, რომელიც სიკვდილით ემუქრება ჩვენს ეროვნულ ორგანიზმს, მთელი საზოგადოების იმუნიტეტისა და ძალების მობილიზებას საჭიროებს. ამ მობილიზაციაში ყველას თავისი ფრონტი აქვს. "გამარჯვების კოალიციამ" უნდა გამოავლინოს თავისი საუკეთესო თვისებები, სხვა პარტიებმა - თავისი და ამაში მათ წარმატებას ვუსურვებ. ამიტომ ასევე ვიწონებ კონცეფციას, რომ შუა უნდა შეიკრიბოს“,- წერს სააკაშვილი.

წაკითხვა 246 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.