April 27, 2024

"რუსეთში ვადის ამოწურვამდე, 4 წლით ადრე ციხიდან ყველაზე ავტორიტეტული „კანონიერი ქურდი“ კალაშოვი გამოუშვეს" - მიხეილ სააკაშვილი

რუსეთში ვადის ამოწურვამდე 4 წლით ადრე, ციხიდან ყველაზე ავტორიტეტული კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი გამოუშვეს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ის საქართველოს არჩევნებისთვის გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც თავის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

როგორც სააკაშვილი წერს, რუსეთი თვლის, რომ არჩევნებზე შეუძლია დიდი სიურპრიზები მიიღონ და კალაშოვს ქართული კრიმინალური სამყაროს მართვას დაავალებენ.

სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ კალაშოვისთვის ერთ-ერთი დავალება შეიძლება იყოს ციხეში მისი საკითხის საბოლოო "მოგვარება".

„რუსეთში ვადის ამოწურვამდე 4 წლით ადრე, ციხიდან ყველაზე ავტორიტეტული კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი გამოუშვეს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ის საქართველოს არჩევნებისთვის გაათავისუფლეს.

როდესაც იუსტიციის მინისტრად დავინიშნე, კალაშოვმა დუდუ დადიანის მეშვეობით 30 ათას დოლარიანი საათი გამომიგზავნა, რომელიც რა თქმა უნდა არ მივიღე, პირიქით რჩევა დავაბარე, რომ საქართველო დაეტოვებინა, თუმცა არ შეშინებია, რადგან შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე იყო, ხოლო შევარდნაძის უშიშროების მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძე.

ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, კალაშოვი საქართველოში ჩამოსვლას ვეღარ ბედავდა. მას წყნეთში უზარმაზარი სასახლე ჩამოართვეს.

ჩვენი გადაცემული მასალების საფუძველზე ესპანეთმა დააკავა და მისი გადმოცემის პროცედურა დავიწყეთ. მან კი, ჩემი ინფორმაციით 70 მლნ დოლარი გადაუხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს და რუსებმა საქმე "ჩააწყვეს", რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქე შაქრო რუსეთს გადასცეს, სადაც ის მალევე გაუშვეს.

თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, მათ იქაც მოუწიათ მისი დაპატიმრება, 10 წლის მისჯა და მას 6 წელიწადზე ნაკლები გამოუვიდა.

2007 წელს კალაშოვის მასწავლებელი ქურდი უსოიანი, ერევანში ჩამოფრინდა და FBI-ს ინფორმაციით საქართველოში არეულობას იქიდან ხელს უწყობდა.

რუსები ახლაც თვლიან, რომ არჩევნებზე შეუძლიათ დიდი სიურპრიზები მიიღონ და კალაშოვს ქართული კრიმინალური სამყაროს მართვას დაავალებენ. არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი დავალება ციხეში ჩემი საკითხის საბოლოო "მოგვარება" იყოს“, - წერია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

წაკითხვა 124 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.