April 27, 2024

"გახსოვთ ის დრო, როდესაც მთავრობა ხალხზე ზრუნავდა და თითოეული ქართველის ბედი გულთან ახლოს მიჰქონდა? - ეს ჩემი პრეზიდენტობის დროს ხდებოდა"

გახსოვთ ის დრო, როდესაც მთავრობა ხალხზე ზრუნავდა და თითოეული ქართველის ბედი გულთან ახლოს მიჰქონდა? ეს ჩემი პრეზიდენტობის დროს ხდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

სააკაშვილი იხსენებს, რა მოიმოქმედა მაშინ ხელისუფლებამ, როდესაც სომალელმა მეკობრეებმა ტყვედ ქართველი მეზღვაურები აიყვანეს.

„როდესაც სომალელმა მეკობრეებმა ტყვედ ჩვენი მეზღვაურები აიყვანეს, სპეციალური ჯგუფი შევქმენით, ჩემი თანამებრძოლის, ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კარბელაშვილის ხელმძღვანელობით. ის სომალის საზღვარზე გაემგზავრა და თითქმის ყოველდღე ჩემთან სატელეფონო კავშირზე იყო. ჩემი ნებართვით, გიორგიმ ადგილზე საერთაშორისო შეიარაღებული სპეცრაზმი შეკრიბა და ჩვენ, მეკობრეებისთვის მოულოდნელი რეიდით, გამოვიხსენით არა მხოლოდ ჩვენი მეზღვაურები, არამედ, რამდენიმე თურქი მეზღვაურიც.

შემდეგ საპრეზიდენტო თვითმფრინავი მომბასაში გავაგზავნეთ, ხოლო სტამბოლის აეროპორტში ორი ქვეყნის მეზღვაურებს მე და ერდოღანმა საერთო დახვედრა მოვუწყვეთ, რომელიც მთელი მსოფლიოს მედიით გადაიცემოდა. ასე შეძლო პატარა საქართველომ ის, რაც ჩვენზე ბევრჯერ უფრო დიდ და ძლიერ სახელმწიფოებს არ გამოსდიოდათ“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 107 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.