April 29, 2024

"გამჭვირვალობის კანონპროექტს ვინმე გააფთრებით თუ ეწინააღმდეგება, ნიშნავს, რომ ადასტურებს რევოლუციური გეგმის არსებობას"

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს დღეს ვინმე გააფთრებით თუ ეწინააღმდეგება, ნიშნავს, რომ ადასტურებს რევოლუციური გეგმის არსებობას და მიაჩნია, რომ საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს, რა რაოდენობის და რა მიზნით იღებენ თანხას არასამთავრობო ორგანიზაციები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვოლსკი განმარტავს, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა შეეხება არასამეწარმეო იურიდიულ პირებს და მედიას, რომლის შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდანაა. ვოლსკის განმარტებით, მათ მხოლოდ ხარჯების დეკლარირება მოუწევთ.

„ვის ეხება – არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია, რომლის შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდანაა (არ ეხება სპორტულ ფედერაციებს). რა ვალდებულება აქვს ორგანიზაციას – ყოველი წლის იანვარში წინა წლის შემოსავლების და ხარჯების დეკლარირება იუსტიციის სამინისტროში. რა ხდება თუ დეკლარირებას არ მოახდენენ – მხოლოდ ჯარიმა, 25 000 ლარი დეკლარაციის წარუდგენლობისთვის (თუ მაინც არ წარადგენს, 20 000 ლარი არაუმეტეს თვეში ერთხელ). რა ხდება ამ კანონის მიღების შემდეგ – ის ორგანიზაციები, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი 2023 წლის მონაცემებით უცხოეთიდან იყო, ვალდებული იქნებიან, კანონის ამოქმედებიდან სამ თვეში წარადგინონ 2023 წლის დეკლარაცია“, – წერს გია ვოლსკი.

„ქართული ოცნება“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ხელახლა წარადგენს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვლება და წარდგენილი იქნება შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

წაკითხვა 124 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 03 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.