"ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა და კანონი მეორედ შემოიტანა, რაც საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილია" - მიხეილ სააკაშვილი
ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა და კანონი მეორედ შემოიტანა, რაც საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში წერს.
როგორც ის წერილში აღნიშნავს, ქართულ საზოგადოებას ერთიანობა და შეუპოვრობა ისე სჭირდება, როგორც არასოდეს.
„ყირგიზეთშიც კანონი მეორე მცდელობით, 2 დღის წინ მიიღეს. შარშან საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, პრეზიდენტმა ჟაპაროვმა კანონი გაიწვია და წელს ხელახლა შემოიტანა. მანამდე ეს კანონი მიიღო ყაზახეთმა. მოსკოვის მთავარი ამოცანა, რაც პუტინმა პირველივე შეხვედრაზე განმიმარტა, არის პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთის გავლენის ამოძირკვა და ამიტომ ის, რომ ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა და კანონი მეორედ შემოიტანა, საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილია.
ჩვენ ახლა, როგორც არასდროს, ერთიანობა, მობილიზაცია და შეუპოვრობა გვჭირდება. ჩვენ ეს გამოგვივა!
არ გავატანინებთ და არ ავარევინებთ!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში.
სიახლეები
- "სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია უწყვეტ ნაკადად მოედინება" -კახა კალაძე
- "ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია"
- "თქვენ საქართველოს მოსახლეობას უნდა დაანახოთ სტაბილურობა, რომ საქართველო მარტო არაა"- პრეზიდენტი ევროკავშირის ელჩებს
- "როდესაც ხელისუფლება ხარ არ შეიძლება ახალგაზრდებს სატანისტები და სხვა ეპითეტები უწოდო!" - პრეზიდენტი
- იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა