"როგორია იმ ქვეყნის მომავალი, სადაც 15 წლის მოზარდი შიმშილის გამო თავს იკლავს?!"
მამა პეტრე კოლხი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"როგორია იმ ქვეყნის მომავალი, სადაც 15 წლის მოზარდი შიმშილის გამო თავს იკლავს?!
ბევრი რამის თქმა მინდა, უამრავი ფაქტების მოყვანა შემიძლია, რას და რატომ ხარჯავენ ჩვენი ქვეყნის დიდგვაროვნები, ერთმანეთის თვალში ქველმოქმედის როლი ღირსეულად რომ ითამაშონ...
ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ რამდენი სენაკი თუ გალავანი ჩადგა მათი მეხოტბეების საამებლად...
რა საჭიროა ამდენი ნაგებობა, თუ მოსახლეობა მშიერი დაიხოცა...
როგორი თავმოყვარეობა უნდა ჰქონოდა ბავშვს, რომელმაც შიმშილზე მეტად სირცხვილს ვერ გაუძლო...
არც გვერდით ჰყავდა ვინმე, ეს უბედურება რომ არ ჩაედინა...
ნუთუ ასეთი ძნელია იმის დანახვა, რომ ჩვენ გვერდით რეალური ადამიანები შიმშილით რეალურად იხოცებიან...
ერთი ადამიანის სული უფრო მეტად ფასობს, ვიდრე მთელი სამყარო ერთად აღებული...
ამ უღარიბეს ქვეყანაში უამრავი მილიონერია... ეს უკვე დანაშაულია...
ღმერთის შიმშილს განვიცდით... სწორედ ეს არის მიზეზი, სხვა დანარჩენი ტრაგედიების!.."– წერს მამა პეტრე.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 აპრილისთვის
- "ჩვენი გზა გამჭვირვალობა, ოჯახური ღირებულებების დაცვა, ეროვნული პოლიტიკის კეთება და საქართველოს რეალური ევროპული გზაა, ქრისტიანული და დემოკრატიული, ღირსეული ევროპული გზა"
- "28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა" - ლევან ხაბეიშვილი
- "ეს ერთ-ერთი, ყველაზე მკაცრი რეზოლუციაა, რაც საქართველოსთან მიმართებით ოდესმე მიუღია ევროპარლამენტს" - ნინო კალანდაძე
- "არავის აქვს უფლება, სუვერენულ სახელმწიფოს ვიზალიბერალიზაცია წაართვას, რა ჩავიდინეთ, კანონს რომ ვიღებთ, რომელიც მოსახლეობის მხრიდან არის ნაკარნახევი?"