April 26, 2024

"როგორც უსინდისოდ დაინიშნა, ისე უსინდისოდ მიდის... სისხლიან დარბევას არ შეუწუხებია"

როგორც უსინდისოდ დაინიშნა, ისე უსინდისოდ მიდის, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიხეილ გიორგაძის მიერ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტის დატოვებას.

„მოედინება და მოაქვს მდინარეს. როგორც უსინდისოდ დაინიშნა ისე უსინდისოდ მიდის. სისხლიან დარბევას არ შეუწუხებია, წასვლის მიზეზად სტანდარტულ მოტივს "სისტემაში ახალ სისხლს" ასახელებს. სინამდვილეში, მოხსნეს! მოხსნეს იმის გამო, რომ მთელი მისი სფერო ეს დღეებია რუსთაველზე დგას და აბა "რობიკას" [სტურუა] უფროსი გიორგაძე ისედაც არასდროს ყოფილა“, - წერს გიგი უგულავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პიორველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ თანამდებიბის დატოვების შესახებ დღეს, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

წაკითხვა 658 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.