May 15, 2024

რა საფრთხეს შეიცავს რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცისთვის პუტინის გადაწყვეტილება?

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"რა საფრთხეს შეიცავს რუაეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცისთვის პუტინის გადაწყვეტილება?

 

რუსეთის პრეზიდენტის დავალებით "კურჩატოვის ინსტიტუტში" გენეტიკური მასალების ბაზა უნდა შეიქმნას.

 

"კურჩატოვის ინსტიტუტი" გაგონილი გექნებათ?!

 

პირველი მოხსენება მონაცემთა შენახვის სისტემის და სხვა დეტალების შესახებ რფ-ის პრემიერმა მიშუსტინმა და ინსტიტუტის დირექტორმა ბლაგოვმა რფ-ის ლიდერს მ.წ. 1 ოქტომბერს უნდა მოახსენონ.

 

აღნიშნული სამუშაოებისთვის, ყოველწლიურად, საბიუჯეტო დაფინანსება გამოიყოფა. დაფინანსების მოცულობის შესახებ რფ-ის პრეზიდენტის განკარგულებაში არაფერი წერია, რაც კითხვებს ჰბადებს, რადგან მისი ცოდნა სპეციალისტებს სამუშაოების მოცულობის, მასშტაბების შესახებ მისცემდა ინფორმაციას.

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პროგრის ფარგლებში, ერთ-ერთ პროექტს პუტინის ქალიშვილი მარია ვორონცოვა უხელმძღვანელებს. ასევე, ცნობილია, რომ პროგრამის პარტნიორი, რუსული ენერგო გიგანტი "როსნეფტი" იქნება.

 

პროგრამის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა დაავადებების მკურნალობისას ნაციონალური თავისებურებების შესწავლა.

 

ამჟამად, რუსეთის საექსპერტო წრეებში, ცხარე მსჯელობაა, ვის ექნება წვდომა გენეტიკური მასალების მონაცემთა ბაზასთან, რამდენად უკავშირდება ეს პირადი მონაცემების დაცვის საკითხს და სხვა.

 

მახსენდება, ამ წლებში, რუსულ მედიაში, განსაკუყრებით RenTV-ში, ამერიკის მიმართ პრეტენზიების წაყენება, როცა საუბრობდნენ, რომ აშშ რუსეთიდან გენეტიკურ ბიომონაცემებს აგროვებდა, რათა შემდგომში მიზნობრივად სლავიანების საწინააღმდეგო ბიოლოგიური იარაღი შეექმნა.

 

რუსეთში სხვა ეროვნებებთან ერთად ქართველებიც ცხოვრობენ. არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ კითხვას ვსვამ, ზუსტად იმავე შინაარსის კითხვას, რასაც თავად სვამდნენ,"- წერს ის.

წაკითხვა 758 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.