"ხელისუფლება მაგალითს უნდა აძლევდეს ხალხს, აგრძნობინებდეს, რომ არაფრის შეეშინდეს - არც პუტინის, არც კადიროვის და საერთოდ არავისი"

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:

 

"რა შეგრძნებები შეიძლება, გააჩინოს საქართველოს მოქალაქეში კადიროვის მუქარის განცხადებებმა - ძველმაც და ახალმაც. ასევე - გაბუნიას გარშემო განვითარებულმა ამბავმა.

 

1. ბრაზი, რომ ამდენს ბედავს, ასე საჯაროდ იმუქრება, შეურაცხყოფას გვაყენებს და ა.შ.

2. შიში, რომ პუტინიც, კადიროვიც აქვე, ახლოს არიან და ადვილად მოგვწვდებიან, ქილერს გამოგზავნიან, სადმე აგვაფეთქებენ, მოგვწამლავენ და ა.შ.

 

როცა ხელისუფლება არ სცემს სათანადო, თამამ, გაბედულ, პოლიტიკურ პასუხს, კი მან შეიძლება, ეს ამბავი როგორმე გადააგოროს, რუსეთი არ გააბრაზოს, თან ცოტა ქვეყნის ღირსების ხარჯზე გააკეთოს ეს ამბავი და ბოლოს რას მივიღებთ ზემოთ ნახსენები ორი პუნქტიდან ? ბრაზის ადგილიც შეიძლება, მთლიანად შიშმა დაიკავოს. აი ესაა აქ ყველაზე სახიფათო დეტალი. რუსეთის მხრიდან დაჩმორება და შიშის დანერგვა მოსახლეობაში. ამიტომაა მნიშვნელოვანი ხელისუფლება იყოს გაბედული და მაგალითს აძლევდეს თავის ხალხს, აგრძნობინებდეს, რომ არაფრის შეეშინდეს - არც პუტინის, არც კადიროვის და საერთოდ არავისი," - წერს ის.

 

წაკითხვა 620 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.