May 14, 2024

"ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას" - ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია, საინფორმაციო გამოშვებაში ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს, რომ მიუხედავად ყველა სტანდარტის დაცვისა, მათ დაუშვეს მძიმე შეცდომა, რისთვისაც ის საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

“ბავშვთა პორნოგრაფიის სიუჟეტში, მიუხედავად ყველა ფორმალური მოთხოვნის დაცვისა (ხაზგასმით, ყველა ფორმალური მოთხოვნის), მიუხედავად აბსოლუტურად და უალტერნატივოდ კეთილშობილური მიზნისა, დაგვეცვა მსხვერპლი ბავშვები და გვეიძულებინა მახინჯი მთავრობა, შეესრულებინა მსხვერპლის დაცვის კონვენციური ვალდებულებები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, “მთავარმა არხმა” დაუშვა მძიმე შეცდომა. იმედია, არა გამოუსწორებელი.

 

ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. ვწუხვარ, და არ ვაპირებ იმის დაწერას, რომ “შეცდომები მოსულა” და რომ მთავარ არხს აბულინგებენ. მადლობა კრიტიკისთვის ყველას, ვინც მოდარაჯე ძაღლის პრინციპით, ცდილობს, რომ ამგვარი შეცდომები მომავალში აღარ დავუშვათ. ჩვენც ძალიან ვეცდებით.”– წერს ნიკა გვარამია.

წაკითხვა 516 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 23 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.