April 26, 2024

"მონობა სხვა არაფერია" - ზურაბ ჯაფარიძე

,,ადამიანების ნაწილს სჭირდება შემოსავლისთვის ქვეყნიდან გასვლა და ,,ოცნების" მთავრობა მათ არ უშვებს, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელი ქვეყნები გახსნილია მათ მისაღებად", - პოლიტიკური პარტია ,,გირჩის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საზღვრების გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს. 

პოლიტიკოსის თქმით, ხშირად, ოჯახების ნაწილის ერთადერთი შემოსავალი დამოკიდებულია ქვეყანაში შემოსულ ტურისტებზე, ოჯახების ნაწილს კი შემოსავლის წყაროს მისაღებად ქვეყნიდან გასვლა სჭირდება. 

 

,,ადამიანების ნაწილის ერთადერთი შემოსავალი დამოკიდებულია ქვეყანაში შემოსულ ტურისტებზე, მაგრამ ,,ოცნების" მთავრობა მათ არ უშვებს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ქვეყნიდან გამოსვლის პრობლემა ამ პოტენციურ ტურისტებს აღარ აქვთ. მონობა სხვა არაფერია, რაღაც ჰიპოტეთური, საზოგადოებრივი სიკეთის მომტანი დიადი მიზნისკენ სწრაფვის გამო ადამიანებს ეკრძალებათ თავისუფალი გადაადგილება, შრომა, საკუთარი თავისა და ოჯახის შემოსავლით უზრუნველყოფა თან დღემდე არავინ ხსნის რას აკეთებს მთავრობა. გარდა იმისა, რომ უნდათ ჩვენი დამცირება, უნდათ, რომ შევეგუოთ მონურ მდგომარეობაში ყოფნას. უნდათ კიდევ ერთხელ დაგავრწმუნონ, რომ ეს არსით საბჭოთა ნაბიჭვრობა ნორმალურია - ისინი არიან პატრონები, რომლებსაც ჩვენზე ზრუნვის მოტივით აქვთ უფლება წაგვართვან თავისუფლება, წაგვართვან შემოსავალი, აგვიკრძალონ გადაადგილება, რადგან ჩვენ სულელები ვართ და საკუთარ თავს ვერ მივხედავთ და მერე, მოგვიგდონ 200-ლარიანი დახმარება, როგორც ღორს უდგებენ სალაფავს, ისიც თუ სწორად მოვიქცევით და საბუთებს წარვადგენთ იქ, სადაც საჭიროა. ბაგაში ვყავართ დაბმული და ხმის ამოღებაზე ჯარიმებით გვტენიან, თუ დაფიქრდებით ასეა. ეს საგიჟეთი უნდა დასრულდეს ოქტომბერში და არავის, არცერთ მთავრობას აღარ უნდა მივცეთ უფლება ასე მოგვექცეს, თუ ადამიანები გვქვია", - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 512 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 03 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.