"ძაღლი კი არა, მე დავდივარ "ალიკაპით" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, თბილისში, 67 წლის ქალზე ძაღლის თავდასხმას ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.  

"ძაღლი კი არა, მე დავდივარ "ალიკაპით", სადაც მითხრეს, რომ პირბადის გარეშე არ შეიძლება ყოფნა და არ მოვმკვდარვარ ამისგან ჯერ. საკუთარ სიყვარულზე, ძაღლის მიმართ იქნება ეს თუ მცენარის, ყველამ რომ ჩვენით უნდა ვაგოთ პასუხი და საფრთხის მინიმუმიც კი არ არსებობდეს სხვისთვის, რატომ სჭირდება ამდენი აგრესიული რეაქცია? ხალხმრავალი ადგილის იქით, მოხსნას ყველამ ალიკაპი და არბენინოს ძაღლი თავისუფლად. სულ რომ არავინ დაკბინოს, თუ ადამიანების ნაწილს ეშინია ზოგიერთი ჯიშის ძაღლის, შეშინებაც არის აგრესია. ხოდა ყველას უნდა, რომ სხვა არ იყოს აგრესიული და თვითონ არაფერი შეცვალოს ქცევაში. კი, გეთანხმებით, ადამიანები უფრო აგრესიულები ვართ, ვიდრე ძაღლები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ალიკაპი არც ისე ტრაგიკული რომაა, დასტურად იხ. პირველი წინადადება," - წერს ნათია ფანჯიკიძე Facebook გვერდზე. 

წაკითხვა 479 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 21 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.