April 27, 2024

"სინამდვილეში ხელისუფლება ისევ აგრძელებს ნარკოტიკების მოხმარებისა და გავრცელების ლეგალიზაციას"

"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"გთხოვთ გაავრცელოთ და ხალხს შეატყობინოთ!!!

 

ყურადღებით ისევ გატყუებენ!!!

 

სინამდვილეში ხელისუფლება ისევ აგრძელებს ნარკოტიკების მოხმარებისა და გავრცელების ლეგალიზაციას !!!

 

პარლამენტში, იურიდიულ კომიტეტში, გადაგზავნილია და განხილვის სტადიაშია, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, კაკი ზოიძის ინიცირებული კანონპროექტი, ჰეროინის, სუბოტექსის, კოკაინისა და ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარების და გავრცელების ლეგალიზაციის შესახებ !!!

 

ეს პროექტი უკვე განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა პარლამენტის ჟანდაცვის კომიტეტმა !!!

 

ჰეროინის, კოკაინისა და სუბიტექსის მოხმარებისა და გავრცელების დეკრიმინალიზაცია კიდევ უფრო უარესია და გაცილებით მძიმე დანაშაულია, ვიდრე მარიხუანის კულტივაციის და გასაღების შესახებ პროექტი!!!

 

ასევე, ჯერ კიდევ ძალაშია, დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, 70 გრამი, მშრალი მარიხუანას ( დაახლოებით 500 ადამიანის დოზაა ), მოხმარების, ფლობისა და გავრცელების ლეგალიზაციის შესახებ!!!

 

ამიტომ არ აყვეთ ამ ყალბ ”ზეიმს”, თავი არ მოატყუებინოთ!!!და ნურც სხვას შეიყვანთ შეცდომაში !!!

 

P.S. მე მინდა რომ ვერ მოგატყუონ და სიმართლე იცოდეთ !!!

 

აწი თქვენ იცით !!!"- წერს ჯონდი ბაღათურია.

 

წაკითხვა 912 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 05 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.