May 15, 2024

"რაც მე გადავიტანე, არ გადაიტანოს არცერთმა მშობელმა" - თათია შარანგია

სა­ქარ­თვე­ლოს მე-2 პრე­ზი­დენ­ტის ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ყო­ფი­ლი რძა­ლი, თა­თია შა­რა­ნ­გია Facebook-ზე შვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ წერს.

მისი თქმით, ბავშვი აუზში ჩავარდა და მისი გადარჩენა გადაუდებელი პირველადი დახმარების დროული აღმოჩენით მოხერხდა. 

 

"ვეც­დე­ბი სი­ტყვებს თავი მო­ვუ­ყა­რო.. რაც მე გა­და­ვი­ტა­ნე, არ გა­და­ი­ტა­ნოს არ­ცერ­თმა მშო­ბელ­მა. ღმერ­თს მად­ლო­ბა! ან­დრუ­შა მე­ო­რედ და­ი­ბა­და ჩემს თვალ­წინ, მა­მა­მი­სის და­ბა­დე­ბის დღე­ზე. წინა ღა­მეს ამ­ბობ­და, ეს ჩემი და­ბა­დე­ბის დღეა-მა­მი­კომ მა­ჩუ­ქაო. სი­მარ­თლეს ამ­ბობ­და თურ­მე.

 

ან­დრუ­შა აუზ­ში ჩა­ვარ­და, კა­მე­რის გა­რე­შე. წყლი­დან მე ამო­ვიყ­ვა­ნე, წყალ­ნაყ­ლა­პი... დე­ტა­ლებს ვერ მოვ­ყვე­ბი... რაც შევ­ძე­ლი შემ­ზა­რა­ვი კი­ვი­ლი და არა­ა­დექ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი იყო. ამ ყვე­ლა­ფერს ხე­დავ­დნენ ედუ და სანი. ვერ გად­მოვ­ცემ მათ ცრემ­ლებს და უდი­დეს, წარ­მო­უდ­გე­ნელ ემო­ცი­ებს. მუხ­ლებ­ზე მდგო­მი იძახ­დნენ "ღმერ­თო, გა­და­არ­ჩი­ნე ჩემი ძმა"... უდი­დე­სი მად­ლო­ბა ჰო­ლი­დე­ი­ნის თა­ნამ­შრო­მელს - ლუკა მურ­ვა­ნი­ძეს, რო­მელ­მაც თა­ვი­სი სწრა­ფი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი რე­აქ­ცი­ით თვალ­წინ მა­ჩუ­ქა შვი­ლი. არ ვიცი, სა­ი­დან გაჩ­ნდა წა­მებ­ში იქ, უში­შა­რი, გამ­ბე­და­ვი... ის, რომ არა, მე ვხე­დავ­დი რა მე­მარ­თე­ბო­და. რომ შეგ­ვეძ­ლოს და­უ­ნა­ნებ­ლად ვა­ჩუ­ქებ­დით სი­ცო­ცხლის წლებს. მეც და სან­დროც.

 

დიდი მად­ლო­ბა იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კას, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გი­ორ­გი გორ­გი­ჯა­ნი­ძეს, ვა­ლე­რი კვა­რა­ცხე­ლი­ას... მად­ლო­ბა ზე-პრო­ფე­სი­ო­ნალ ექი­მებს. რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით ექ­ცე­ვი­ან ან­დრუ­შას. მად­ლო­ბა ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნას, მა­კას,ელე­ნეს, ნა­ნას. არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ექთ­ნებს - ლი­ზის, ქე­თის, ანას...

 

მად­ლო­ბა ყვე­ლას ვინც ილო­ცეთ ჩემი შვი­ლის­თვის... მად­ლო­ბა ჩემს მშობ­ლებს, რომ­ლე­ბიც 3 წუთ­ში გაჩ­ნდნენ ჰო­ლი­დე­ინ­ში... დე­და­ჩე­მის თვა­ლებ­ში ვკი­თხუ­ლობ­დი იმედს. მად­ლო­ბა ჩემს გა­რე­მოც­ვას, მთელ არ­მი­ას რო­მე­ლიც იაშ­ვი­ლის ეზო­ში იდგა და ჩვენ­თან ერ­თად ნერ­ვი­უ­ლობ­და. ჩვენს შვილს ორი და­ბა­დე­ბის დღე აქვს. ჩემს თვალ­წინ, ჩემს თვალ­წინ ის მე­ო­რედ და­ი­ბა­და. ალ­ბათ ამ შემ­ზა­რავ წუ­თებს ვე­რას­დროს გა­ვიხ­სე­ნებ ცრემ­ლე­ბის ზღვის გა­რე­შე. მაგ­რამ მად­ლო­ბე­ლი და უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ რომ ის ჩემს გვერ­დით არის და რაც მთა­ვა­რია ჯან­მრთე­ლი... სი­კე­თე არ იკარ­გე­ბა და პირ­ვე­ლად ცხოვ­რე­ბა­ში რე­ა­ნი­მა­ცი­ის კარ­თან მდგომ­მა ვთქვი, რომ რაც კი სი­კე­თე გა­უ­კე­თე­ბია სან­დროს, მა­მა­ჩემს, ზო­გა­დად ჩემს ოჯახს, ბუ­მე­რან­გი­ვით და­მიბ­რუნ­და შვი­ლის მე­ო­რედ და­ბა­დე­ბით...

 

არა­ფე­რია ჯან­მრთე­ლო­ბის ფასი... ერ­თმა უყუ­რა­დღე­ბო წუთ­მა შე­იძ­ლე­ბა ტრა­გე­დი­ად აქ­ცი­ოს ჩვე­ნი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა. გა­ვუფრ­თხილ­დეთ შვი­ლებს, ყვე­ლა წუთი ვა­ჩუ­ქოთ მათ. სხვა ყვე­ლა­ფე­რი მე­ო­რე ხა­რის­ხო­ვა­ნია. ამ ყვე­ლა­ფერ­მა ძა­ლი­ან დაგ­ვა­ფიქ­რა ცხოვ­რე­ბა­ზე და ბევრ რა­მეს სხვა­ნა­ი­რად შეგ­ვა­ხე­და. 18 აგ­ვის­ტოს მოგ­ვი­ლო­ცეთ ამი­ე­რი­დან მთელ ოჯახს და­ბა­დე­ბის დღე. კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა," - წერს თათია შარანგია.

წაკითხვა 703 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 21 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.