May 15, 2024

რა უნდა იცოდეთ თუ კარანტინში მოხვდით - ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტი კარანტინიდან

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც კარანტინში იმყოფება, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ წესების შესახებ წერს, რაც მოქალაქეებმა კარანტინში მოხვედრის შემთხვევაში უნდა იცოდნენ. 

,,მეგობრებო, იცოდეთ თქვენი უფლებები. მათ შორის, ამ, დისკრიმინაციულ კარანტინშიც კი. თორმეტი დღის ათვლა იწყება პირველივე დღიდან.

 

მეთორმეტე დღეს, დილით, ადრე მოითხოვეთ ტესტი. თუ დააგვიანებენ, უთხარი რომ ღამის თორმეტ საათზე, კარების გაღების და გამოსვლის უფლება გაქვთ. დაგვირეკეთ ჟურნალისტებს. სახალხო დამცველის აპარატს. თქვენ გვერდით გავჩნდებით და ვიბრძოლებთ თქვენთან ერთად.

 

მთავარ მოთხოვნად ისევ რჩება დისკრიმინაციული კარანტინის გაუქმება. ხელისუფლებას, რომელსაც პანდემიის ეშინია, 21 მილიონს სასტუმროებში კი არ ხარჯავს, სასუნთქ აპარატებს ყიდულობს.

 

როგორ შეიძლება სახელმწიფო ინფექციურ საავადმყოფოს ნაგავისგან არ ცლიდეს და კორონაზე საუბრობდეს.

 

მოკლედ, იცოდეთ თქვენი უფლებები და დაიცავით ისინი. კიდევ ერთხელ გახსოვდეთ რომ ჩვენი იმედი ყოველთვის გქონდეთ", - წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 513 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 03 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.