May 20, 2024

"საქართველოსთვის ნაომარი სამხედროები არ ეხება საქართველოს და... ეს და ხიხო - ქართველები არიან?!"

ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"დღეს, ერედველ კაცთან ერთად ვიმგზავრე, სამოცდაათ წელს მიტანებული იყო. ჩვენს სოფელში ისე უყვარდათ მამაშენი, მთელი მოსახლეობა ერთიანად უჭერდა მხარსო... რუსებმა ძირიანად წაშალეს, აღგავეს მიწის პირისაგან... ისევე, როგორც კიდევ არაერთი ქართული სოფელი.

 

გამახსენდა, მამას მართლაც როგორ უყვარდა ერედვი და იქაურობა...

 

ამ დროს ნაძირალა წულუკიანი გამოდის და ქართველი სამხედროების პასუხისმგებლოაზე ლაპარაკობს. მერე რა, თუ ზოგი სამხედრო პასუხს აგებსო, ოლიმპიური სიმშვიდით აცხადებს ეს ქოთანში გამოჩეკილი მდედრი კვაზიმოდო, ეს ხომ საქართველოს არ ეხებაო. საქართველოსთვის ნაომარი სამხედროები არ ეხება საქართველოს და... ეს და ხიხო - ქართველები არიან?!" – წერს ცოტნე გამსახურდია.

წაკითხვა 917 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 16 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.