May 20, 2024

"იძულებული ვხდები გაერთიანებულ ოპოზიციას "ძალა ერთობაშია"–ს დავუჭირო მხარი... ხავსს ვეჭიდები"

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

"ბევრი ვიფიქრე მეთქვა თუ არა ეს თქვენთვის ჩემო თანამემამულენო, ჩემო დებო და ძმებო, ჩემო საყვარელო ხალხო, ჩემო ქისტებო და ქართველებო, რომლებმაც გაიზიარეთ ჩემი ოჯახისუზომოდ დიდი ტრაგედია, რომელი ტრაგედიისთვისაც თვალის გასწორება არ შემიძლია, მაპატიეთ როგორც მამაკაცი და ქისტი ამას არ უნდა ვიძახდე მაგრამ მაიძულებენ რომ ვთქვა, მეც ხომ ადამიანი ვარ მაგრამ ამ მთავრობის საჭეთ მპყრობელნი ამას ასე არ აღიქვავენ, ალბათ ჩემს ადგილზე რომ აღმოჩენილ იყვნენ გამიგებდნენ, დღეს ამათან ამაზე ლაპარაკი ზედმეტია ეს წყლის ნაყვაა ჩემის მხრიდან, მე და ჩემი ოჯახი ამ ქვეყნიერი სიამტკბილობისთვის განწირულები ვართ და არც ვფიქრობთ რომ როდისმე ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით.

 

მართლაც დაბნეული ვარ როგორც ყველა უდანაშაულო შვილ მკვდარი მამა რომელსაც მოსვენება აქვს დაკარგული სამართლის აღდგენა ხომ ნორმალურ ქვეყანაში ასე არ ხდება, ეს ხომ ცინიზმი და დაცინვაა არამარტო ჩემს მიმართ არამედ მთელი საქართველოს მოსახლეობის მიმართ, დღეს ეს ჩემს თავზეა და არავინ არ იცის ამ გადაჯიშებული და ყოველივე ამ ქვეყნიურს მოწყვეტილი არა ადამიანების ხელში აქლემი ხვალე ვის ჭიშკართან დაიჩოქებს. ღმერთს ვემუდარები რომ ჩემი შვილი იყოს პირველი და უკანასსნელი მოჰიკანი ამ ჯალათებისა და სისხლის მსმელი წურბელების სამსხვერპლოზე, თქვენ არ განიცადოთ ის რასაც მე და ჩემი სისხლის მიერ ძმა ზაზა განვიცდით შორიდან ყურება და განსჯა ადვილია ადამიანისა, არ იცით ამ გულებში როგორი ნაკვერჩხალია გაღვივებული და არავინ რომ არ ცდილობს მის ჩაქრობას, პირიქით უფრო უბერავენ რომ სამუდამოდ დაგვითუთქოს გულები.


ჩემო კარგებო შეიძლება ბევრი ისეთი სიტყვაც წამომცდენია რაც არ უნდა მეთქვა მაგრამ მერწმუნეთ ეს ხანდახან ჩემდაუნებურად ხდება, როცა სხვები შემახსენებ მაშინ დავფიქრდები ხოლმე, მანამდე ამ სიტყვის არსებობაც ჩემს გამონათქვამში არც კი ვიცოდი თუ არსებობდა.


მე რიგითმა პანკისელმა კაცმა თბილისში პარლამენტის წინ ძაღლურად დავიდე ბინა სიცივეში წვიმაში თუ ქარში ვგდივარ და გამვლელებისა და საღად მოაზროვნე ხალხის თბილი მოსიყვარულება თუ არა ალბათ გულიც გამისკდებოდა და თემირლანის გვერდზე მშვიდად დავიძინებდი, რაც ამათვისაც დიდი შვება იქნებოდა, მაგრამ არც ისე მინდა წავიდე ამ ქვეყნიდან სიმართლეს არ ჩავხედო თვალებში და ერთად ერთი სიტყვა არ ვუთხრა ამ სისასტიკის ჩამდენს და ჩემი ოჯახის დამღუპველს ,,რატომ".


ჩემო ქისტებო ეხლა თქვენ მინდა მოგმართოთ არავის არ ეგონა საქართველოში თუ ეს სისხლისმსმელი ხროვა პანკისიდან ხმებს წამოიღებდა, მაგრამ არის კატეგორია ხალხისა სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო, რომ მიაჩნიათ.


ოღონდ ვინმეს ასიამოვნონ და თავს სამსხვერპლოზე ლანგრით მიიტანენ და მიართმევენ პირადულის ამბიციებისა და დაოკებელი გამდიდრების სურვილის გულისთვის.


არავისთან დასამდური არ მაქვს, მაგრამ ადამიანობისა და ზნეობის წინაშე უნდა იყვნენ მართლები, ერთსაც ვიტყვი რაც გაკეთდა ისიც არ უნდა დაიკარგოს ძალიან გაიზიარეს ჩემი მდგომარეობა უმეტესობამ ქისტებისა,რაზედაც დიდ მადლობას ვუხდი ყველას. ეხლა რაც შეეხება ჩემს სათქმელს,პირადად ჩვენთვის არც ერთ მთავრობას კარგი არ მოუტანია კომუნისტების შემდეგ, როგორც დავწყევლეთ ჩვენი თავი ესე დაწყევლილები მოვდივართ დემოკრატიისა და ნატოს იმედით, შედეგად გახრწნილობა და გადაგვარება მივიღეთ.


კარგად მახსოვს შევარდნაძის დროს რა სიკეთე მიიღო მარგოშვილების ოჯახმა, დაბალ გორაზე და ალაზანმშენის ხიდთან
არც ის მავიწყდება როგორ დასრულდა ქავთარაშვილის ბედი ისევ დაბალ გორაზე, არასოდეს დამავიწყდება ნაც მოძრაობის დროს გუმაშვილების ოჯახში დატრიალებული ტრაგედია, ჩემი მეხსიერებიდან არ წაიშლება ლაფანყურის ამბები, რომლის წინაშეც ყველანი უძლურნი ვიყავით, მაგრამ მერწმუნეთ და დიდი ბოდიშის მოხდით მინდა გითხრათ ამ ზემოთ ჩამოთვლილი ტრაგედიებისა და ჩემი ოჯახის ტრაგედიას შორის განსხვავება დიდია რაოდენობრივად კი არა შესრულების მანევრით.
ამდენი ჩამოთვლილებიდან არც ერთი არ მოუკლავთ ღამის ოთხ საათზე საკუთარ ოჯახში მძინარე და სიზმრებში წასული გარდა თემირლანისა.


ეხლა მე არ დამიტოვეს არჩევანის გაკეთების საშუალება ამ პარტიებმა, რადგანაც სხვა პარტიები გავიდნენ ამ ბინძური თამაშიდან ხალხის უნდობლობის გამო. იძულებული ვხდები გაერთიანებულ ოპოზიციას "ძალა ერთობაშია" დავუჭირო მხარი, ნათქვამია წყალ წაღებული ხავს ეჭიდებოდაო და მეც ვებღაუჭები ამ ხავს. უმორჩილესად გთხოვთ დამიჭიროთ მხარი, რომ ამ ქოცთა ხროვამ არ იბოგინონ ქვეყანაზე, თუ არ დამიჭერთ მე მხარს,ამ ქოცებს მინც ნუ მისცემთ ხმას..

დიდის პატივისცემით ვახა მაჩალიკაშვილი."– წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

წაკითხვა 1000 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 19 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.