April 30, 2024

ტკბილი კარტოფილის კასეროლი

 ინგრედიენტები
 
1   კგ. ტკბილი კარტოფილი
 
4   ს/კ დარბილებული კარაქი
 
1⁄2  ჭიქა რძე
 
1⁄2  ჭიქა ყავისფერი შაქარი
 
1⁄2  ჭიქა დაფქული მუსკატი
 
1⁄4  ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
 
1   ჩ/კ მარილი
 
1⁄2  ჭიქა ფქვილი
 
4   ს/კ გამდნარი კარაქი
 
1⁄2  ჭიქა დაჭრილი ნიგოზი
 
1⁄4  ჭიქა ყავისფერი შაქარი
 
1⁄2  ჩ/კ მარილი
 
მომზადების წესი:
 

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე. მოუსვით ცხიმი საშუალო ზომის კასეროლის საცხობ ლანგარს.

 

ტკბილი კარტოფილი გათალეთ და კუბიკებად დაჭერით. მოათავსეთ დიდ თასში და დაფარეთ წყლით. აადუღეთ, შეამცირეთ ტემპერატურა და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე კარტოფილის დარბილებამდე, დაახლოებით 15 წუთით. გადაწურეთ და გააგრილეთ. შემდეგ გადაიტანეთ დიდ თასში.

 

კარტოფილს კარაქი დაუმატეთ და საჭყლეტით დასრისეთ. დაუმატეთ რძე, ყავისფერი შაქარი, მუსკატი, მარილი და ვანილი. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადაიტანეთ წინასწარ გამზადებულ კასეროლის ლანგარზე.

 

საშუალო თასში მოათავსეთ ½ ჭიქა ფქვილი, 4 ს/კ გამდნარი კარაქი, ½ ჭიქა დაჭრილი ნიგოზი, ¼ ჭიქა ყავისფერი შაქარი, ½ ჩ/კ მარილი და კარგად აურიეთ.

 

მიღებული ნაზავი ტკბილ კარტოფილს მოაყარეთ და აცხვეთ გადაბრაწვადე, დაახლოებით 25 წუთით. მიირთვით თბილი.

 

წყარო:kulinaria.ge

 
წაკითხვა 38 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 17 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.