April 30, 2024

მარტივი და გემრიელი ოჯახური კერძი თქვენი სააღდგომო სუფრისთვის

ინგრედიენტები

 

  • ხორცი - 600 გ
  • ხახვი - 2-3 ც
  • ზეთი - 5-6 სკ
  • მარილი - 1 ჩკ
  • შავი პილპილი - გემოვნებით
  • დაფნის ფოთოლი - 2 ც
  • წყალი - 500 მლ (150 მლ ხორცისთვის, 350 - კარტოფილისთვის)
  • კარტოფილი - 1 კგ
  • ნიორი - 3-4 კბილი
  • კარაქი - 1 სკ
  • მწვანე ხახვი - სურვილისამებრ

ცომი
  • კეფირი - 130 მლ
  • მარილი - 1/3 ჩკ
  • სოდა - 1/2 ჩკ
  • ლიმონის წვენი - 1/3 ჩკ
  • ფქვილი - 150 გ

 

მომზადების წესები

ხახვი დაჭერით ალყა-ალყად. ქვაბი დადგით ცეცხლზე, დაასხით ზეთი და გადაიტანეთ ხახვი. რამდენიმე წუთში დაუმატეთ დაჭრილი ხორციც (უმჯობესია საქონლის ან ხბოსი). რამდენიმე წუთში დაუმატეთ მარილი, შავი პილპილი და ხორცის სუნელები.

 

შემდეგ დაუმატეთ წყალი, ქვაბს თავი დაახურეთ და დატოვეთ სანამ ხორცი მოიხარშება.

 

კარტოფილი დაჭერით კუბიკებად, გადაიტანეთ ქვაბში, მოაყარეთ მარილი, 2 დაფნის ფოთოლი და წყალი. დატოვეთ საშუალო ცეცხლზე.

 

პატარა ჯამში ერთმანეთს შეურიეთ კეფირი, მარილი, სოდა, ლიმონის წვენი. ბოლოს დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომისგან გააკეთეთ პატარა გუნდები. გადააფარეთ ჩაის ტილო და დააყოვნეთ რამდენიმე წუთით.

 

ცომის გუნდები თავზე მოაწყვეთ კარტოფილს და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთით.

 

გამდნარ კარაქს დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და კამა. ეს მასა გადაუსვით კარტოფილსა და ცომის გუნდებს. ერთ დიდ თეფშზე გაადაიტანეთ ხორცი, კარტოფილი და გამომცხვარი ბურთულები.

გემრიელად მიირთვით!

 

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 1315 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 13 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.