April 29, 2024

როგორ მოვამზადოთ სააღდგომო პასკა

ინგრედიენტები

ცომი:

  • კვერცხი - 2 ცალი
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • თბილი რძე - 1 ჭიქა
  • საფუარი ნედლი - 50 გ
  • კარაქი - 200 გ
  • მწიკვი ვანილი
  • ფქვილი - 3 ჭიქა
  • ქიშმიში - 1 ჭიქა
 
 
მინანქარი:
  • კვერცხის ცილა - 2 ცალი
  • შაქარი - 100 გ
  • ლიმონის წვენი - 1/2 ჩ/კ

 
 
მომზადების წესები

წინა საღამოს ჯამში (ოღონდ არა ალუმინის, რადგან მასას აამჟავებს) მოათავსეთ დაჭრილი ნედლი საფუარი, 1 ჭიქა თბილი რძე, ოთახის ტემპერატურის დაჭრილი კარაქი, კვერცხი, 1 ჭიქა შაქარი,  წინასწარ მდუღარეგადავლებული და გაწურული ქიშმიში, აურიეთ. გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ მთელი ღამით.


დილით დაუმატეთ ფქვილი და ვანილი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.


წაუსვით ზეთი პასკის ფორმებს და აავსეთ ფორმა მიღებული მასის ½-ით . ქაღალდის ფორმებს ზეთის წასმა არ დაჭირდება. გააჩერეთ, სანამ მასა არ გაორმაგდება.


აცხვეთ 180 გრადუსზე 20-30 წუთის განმავლობაში. 


მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. თუ მშრალი ამოვიდა - პასკა მზად არის!

 


მოამზადეთ მინანქარი:


ათქვიფეთ ცივი კვერცხის ცილა, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და 100 გ შაქარი, ათქვიფეთ მკვრივი მასის მიღებამდე. წაუსვით პასკებს და მორთეთ საკონდიტრო მოსართავებით თქვენი ფანტაზიით. 

 

გემრიელად მიირთვით!

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 1158 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 15 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.