April 30, 2024

სალათა "ძოწის სამაჯური" - ეფექტური და გემრიელი

ინგრედიენტები

  • მოხარშული კარტოფილი - 500 გ
  • მოხარშული ჭარხალი - 500 გ
  • მოხარშული ქათმის ხორცი - 400-500 გ
  • მარილი და პილპილი
  • მაიონეზი - 200 გ
  • ბროწეულის მარცვლები
 
 
მომზადების წესები
 
 
ქათმის ხორცი წვრილად დაანაწევრეთ.ჭარხალი და კარტოფილი მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
 

თეფშის ცენტრში მოათავსეთ ჭიქა, გარშემო ლამაზად გაანაწილეთ კარტოფილის ფენა. წაუსვით მაიონეზი. შემდეგ ზემოდან დაადეთ ქათმის ხორცის ფენა და კვლავ მაიონეზი. ბოლოს გაანაწილეთ გახეხილი ჭარხალი და კვლავ მაიონეზის თხელი ფენა გადაუსვით. სალათა მთლიანად  დაფარეთ ბროწეულის მარცვლებით. მოაცილეთ ჭიქა.  შედგით მაცივარში რამდენიმე საათი.
 

მარილი და პილპილი გემოვნებით დაამატეთ ფენებს შორის.
 
 
წაკითხვა 727 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 11 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.