ბოსტნეულის ღვეზელი ლუდზე მოზელილი ცომით
მათთვის, ვისაც არ უყვარს ცომთან მუშაობა, ეს ღვეზელი ნამდვილი ხსნა იქნება - საფუვრის მაგივრად ამ რეცეპტში ლუდი გამოიყენება, რომელსაც ცომი უცებ ამოყავს.
ინგრედიენტები
- ფქვილი - 2 ჭიქა
- ლუდი, ღია ფერის - 100 მლ
- ნიორი - 6 კბილი
- ბადრიჯანი - 1 ცალი
- პომიდორი - 6 ცალი
- მწვანილი - გემოვნებით
- ზეითუნის ზეთი - გემოვნებით
- მზესუმზირის ზეთი - 100 მლ
- ხახვი - 1 თავი
- ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
- ყაბაყი - 1 ცალი
- ზეთისხილი - 20 გ
- ქონდარი ან როზმარინი - გემოვნებით
გაცერით ფქვილი, დაუმატეთ ზეთი, ლუდი და მოზილეთ ელასტიკური ცომი. გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 30 წუთი.
დაჭერით ბადრიჯანი წრეებად და შეწვით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში.
წვრილად დაჭერით ხახვი, 3 კბილი ნიორი, ბულგარული წიწაკა და მწვანილი. მოაყარეთ მარილი და დააბლენდერეთ ისე, რომ პატარა ნაწილაკებად დაიშალოს და არ გახდეს ფაფისებური მასა.
გააბრტყელეთ ცომი, წაუსვით დაბლენდერებული მასა, დაალაგეთ ზემოდან წრეებად დაჭრილი ბოსტნეული, ბადრიჯანი, ყაბაყი, პომიდორი და მოაყარეთ მარილი, პაპრიკა, მოასხით ზეითუნის ზეთი და აცხვეთ 200 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.
ამასობაში დააბლენდერეთ დარჩენილი 3 კბილი ნიორი, ზეთისხილი (უკურკო), როზმარინი და ზეითუნის ზეთი. მიღებული მასა წაუსვით ღვეზელს გამოცხობამდე 10 წუთით ადრე.
მზა ღვეზელი მიიტანეთ სუფრასთან ხორციან კერძებთან ან ბოსტნეული სალათებთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- "ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა ორმაგი თამაში, ვითომ ევროინტეგრაციაზე ზრუნვა და გვთავაზობს რუსეთთან მარტო დარჩენას - სისტემა უნდა დაინგრეს" - ნიკა გვარამია
- "თურმე „გლობალური ომის პარტიას“ მიშა მოჰყავს - სინამდვილეში მიშა თქვენ მოგყავთ, რადგან თუ ასე დააყენებთ საკითხს: პუტინი თუ მიშა, ქართველი ხალხი დაფიქრდება, რომ მიშა სჯობს!" -იაგო ხვიჩია უმრავლესობას
- საქართველოს პარლამენტი „აგენტების კანონს“ მეორე მოსმენით დღეს განიხილავს
- 3-დან 12 მაისის ჩათვლით საჯარო სამსახურებისთვის უქმე დღეებია
- არასამთავრობოები მორიგ შეკრებას აანონსებენ: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!"