April 30, 2024

რამზან კადიროვი ერდოღანს, თურქეთში ჯოხარ დუდაევის ძეგლის გახსნის გამო, ემუქრება

ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია ბი-ბი-სი-ს რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რი (BBC Russian) აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას, სა­თა­უ­რით: "რამ­ზან კა­დი­რო­ვი თურ­ქეთ­ში ჯო­ხარ დუ­და­ე­ვის ძეგლის გახ­სნის წი­ნა­აღ­მდე­გია: რას ამ­ბო­ბენ მოს­კოვ­სა და ან­კა­რა­ში“.

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ის შე­მოკ­ლე­ბულ ში­ნა­არსს:

 

"ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა რამ­ზან კა­დი­როვ­მა მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ტე­რო­რიზ­მის ხელ­შე­წყო­ბა­სა და წა­ქე­ზე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. კრი­ტი­კის სა­ბა­ბი გახ­და ქა­ლაქ კორ­ფე­ზე­ში ) სტამ­ბო­ლი­დან 90 კმ-ის მო­შო­რე­ბით) ჩეჩ­ნე­თის (იჩ­ქე­რი­ის) პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ჯო­ხარ დუ­და­ე­ვის სა­ხე­ლო­ბის პარ­კი­სა და იქვე მისი ძეგლის გახ­სნა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჯო­ხარ დუ­და­ე­ვი თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მე­თა­უ­რი იყო, რო­მე­ლიც რუ­სეთ­თან კონ­ფლიქ­ტის დროს, 1996 წლის აპ­რილ­ში და­ი­ღუ­პა.

 

რამ­ზან კა­დი­რო­ვი და­ი­მუქ­რა, რომ სა­პა­სუ­ხოს იგი გროზ­ნო­ში ქურ­თის­ტა­ნის მუ­შა­თა პარ­ტი­ის და­მა­არ­სებ­ლის აბ­დუ­ლა ოჯა­ლა­ნის ძეგლს გახ­სნის, მისი სა­ხე­ლის უკ­ვდავ­სა­ყო­ფად. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია თურ­ქეთ­ში ტე­რო­რის­ტუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა, მისი ლი­დე­რი აბ­დუ­ლა ოჯა­ლა­ნი კი იმ სა­პყრო­ბი­ლე­ში იხ­დის სას­ჯელს, რო­მე­ლიც კუნ­ძულ იმ­რალ­ზე მდე­ბა­რე­ობს.

 

"ღიად მივ­მარ­თავ თურ­ქე­თის პრე­ზი­დენტს რე­ჯეფ ერ­დო­ღანს - გონს მო­დით! თქვენ ან ისე­თი სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ტუსს იღებთ, რო­მე­ლიც ტე­რო­რის­ტებს სა­ჯა­როდ მხარს უჭერს, ან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან ნორ­მა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბას გა­აგ­რძე­ლებთ და მის ზურგს უკან პო­ლი­ტი­კას არ შე­იც­ვლით“, - და­წე­რა რამ­ზან კა­დი­როვ­მა 22 დე­კემ­ბერს თა­ვის "ტე­ლეგ­რა­მარხში", - "ვიდ­რე თურ­ქეთ­ში თავს აფა­რე­ბენ ძებ­ნი­ლი ბან­დი­ტე­ბი და კა­ცისმკვლე­ლე­ბი, ვიდ­რე ისი­ნი ღიად აწყო­ბენ ღო­ნის­ძი­ე­ბებს პარ­კე­ბი­სათ­ვის იმ ტე­რო­რის­ტე­ბის სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვის მიზ­ნით, რომ­ლებ­საც ხელი ათა­სო­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქის სის­ხლში აქვთ გას­ვრი­ლი, მა­ნამ ჩვენ ვი­ტო­ვებთ სა­პა­სუ­ხო მოქ­მე­დე­ბის უფ­ლე­ბას“

 

რუ­სე­თი­სა და თურ­ქე­თის პო­ზი­ცია

 

ოთხშა­ბათს კრემლში ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა პრე­ზი­დენ­ტის პრესმდი­ვანს დი­მიტ­რი პეს­კოვს ჰკი­თხეს, თუ რა კო­მენ­ტარს გა­უ­კე­თებ­და იგი რამ­ზან კა­დი­რო­ვის გან­ცხა­დე­ბას.

 

"ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა თა­ვი­სი გრძნო­ბე­ბი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რად გა­მოხ­ტა, მაგ­რამ ამის ახ­სნა შე­იძ­ლე­ბა. ეს არის იმ რე­გი­ო­ნის ლი­დე­რის რე­აქ­ცია, რომ­ლე­მაც რამ­დე­ნი­მე ომი და ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი გა­და­ი­ტა­ნა. მათ რუ­სე­თის ამ რე­გი­ო­ნის გა­კონ­ტრო­ლე­ბა სურ­დათ“, - აღ­ნიშ­ნა პრესმდი­ვან­მა და და­ა­კონ­კრე­ტა:

 

"ერთ-ერთი ტე­რო­რის­ტი, რო­მე­ლიც ასე აკეთ­და, რა­ღაც მო­მენ­ტში მათი წი­ნამ­ძღო­ლი ჯო­ხარ დუ­და­ე­ვიც იყო... ასე რომ, როცა რამ­ზან კა­დი­როვ­მა გა­ი­გო, რომ თურ­ქეთ­ში პარკს ჯო­ხარ დუ­და­ე­ვის სა­ხე­ლი უწო­დეს და იქ მისი ძეგლიც გახ­სნეს, მისი რე­აქ­ცია სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბია“.

 

დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­იხ­სე­ნა, რომ რუ­სეთ­მა პო­ზი­ცია მსგავს ფაქ­ტებ­ზე ჯერ კი­დევ 15 დე­კემ­ბერს გა­მო­ხა­ტა, როცა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მა­რია ზა­ხა­რო­ვამ განა­ცხა­და - "რუ­სე­თი­სათ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია ყვე­ლა ჯუ­რის ექ­სტრე­მის­ტის, ტე­რო­რის­ტი­სა და კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტი­სათ­ვის ძეგ­ლე­ბის დად­გმა“.

 

თურ­ქეთ­ში რამ­ზან კა­დი­რო­ვის გან­ცხა­დე­ბა მთავ­რო­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ გა­ზეთ "დე­ი­ლი სა­ბაჰ­ში" (Daily Sabah) ასე­თი ფორ­მუ­ლი­რე­ბით გა­მოქ­ვეყ­ნდა - "რუ­სე­თის რე­გი­ო­ნუ­ლი ლი­დე­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვი და­ი­მუქ­რა, რომ ლე­გენ­და­რუ­ლი პი­როვ­ნე­ბის ჯო­ხარ დუ­და­ე­ვის­თვის ძეგლის გახ­სნის სა­პა­სუ­ხოდ იგი ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მე­თა­უ­რის აბ­დუ­ლა ოჯა­ლა­ნის ძეგლს გახ­სნის“. კი­დევ ერ­თმა გა­ზეთ­მა - "იენი სა­ფაკ­მა" (Yeni Safak) აღ­ნიშ­ნა, რომ ჩე­ჩე­ნე­თის ლი­დერ­მა თურ­ქე­თი ტე­რო­რიზ­მის მხარ­და­ჭე­რა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლაო... იგი­ვე გა­ი­მე­ო­რეს სხვა გა­ზე­თებ­მაც.

 

თურ­ქუ­ლი მა­ს­მე­დია კო­მენ­ტარს უკე­თებს რამ­ზან კა­დი­რო­ვის გან­ცხა­დე­ბას: ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი პირ­და­პირ ამ­ბობს თურ­ქეთ-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ვა­რა­უ­დო გა­უ­რე­სე­ბა­ზე და ან­კა­რას მო­უ­წო­დებს ფრთხი­ლად იყოს, ხოლო მოს­კოვს - აქ­ტი­უ­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გას.

 

რო­გორც "დე­ი­ლი სა­ბა­ჰი“ წერს, თურ­ქეთს და რუ­სეთს ერ­თმა­ნეთ­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აქვთ და აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ რე­გი­ო­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში, მა­გა­ლი­თად, სი­რი­ის კრი­ზის­ში, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში და სხვა­გან. მოს­კოვ­სა და ან­კა­რას ფარ­თო კონ­ტაქ­ტე­ბი აქვთ სამ­ხედ­რო სფე­რო­შიც - თურ­ქეთ­მა რუ­სუ­ლი სა­რა­კე­ტო სის­ტე­მა С-400 შე­ის­ყი­და.

 

წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

წაკითხვა 448 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 25 2021

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.