May 19, 2024

"რას ელოდება ზოგიერთი სხვა ქვეყანა? ახლა ვერ დარჩები ნეიტრალური!"

ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსი ოლიგარქების, ოფიციალური პირების, სახელმწიფოსა და კომპანიების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვამბობ: ნეიტრალურმა შვეიცარიამ! მაშ, რას ელოდება ზოგიერთი სხვა ქვეყანა?- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

მისი შეფასებით, „ამ დროის განმავლობაში უკრაინამ ევროკავშირი ახალ დონეზე გააერთიანა“.

 

„როცა ევროპარლამენტი იდგა და ტაშს გვიკრავდა ჩვენ, ჩვენს ბრძოლას, ეს იყო ჩვენი ძალისხმევის შეფასება. ჩვენ დავიწყეთ ევროკავშირში გაწევრიანების სპეციალური დაჩქარებული პროცედურა. ჩვენი დიპლომატები და ჩვენი მეგობრები კიდევ უფრო აერთიანებენ მსოფლიოს უკრაინისა და მშვიდობისთვის. ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსი ოლიგარქების, ოფიციალური პირების, სახელმწიფოსა და კომპანიების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვამბობ: ნეიტრალურმა შვეიცარიამ! მაშ, რას ელოდება ზოგიერთი სხვა ქვეყანა? ჩვენს ომის საწინააღმდეგო კოალიციას უკვე შეუერთდნენ ის ქვეყნები, რომლებსაც მოსკოვი ეყრდნობოდა ერთი კვირის წინ. ეს არაჩვეულებრივი შედეგია. ახლა ვერ დარჩები ნეიტრალური!“- აღნიშნა ზელენსკიმ.

წაკითხვა 287 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.