May 18, 2024

რუსეთი სლავიანსკიზე შეტევას იზიუმიდან და ლისიჩანსკიდან აგრძელებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ რუსეთ-უკრაინის ომის სადაზვერვო ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსული ძალები სლავიანსკის რაიონზე შეტევებს იზიუმიდან და ლისიჩანსკიდან აგრძელებს.

უწყების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სავარაუდოდ, პოპასნოეს გარშემო მცირე წინსვლა განახორციელეს.

 

"რუსული არტილერია დონბასის რეგიონში, სლავიანსკის რაიონზე შეტევას ჩრდილოეთით იზიუმიდან და აღმოსავლეთით ლისიჩანსკიდან აგრძელებს. რუსულმა ძალებმა სავარაუდოდ, პოპასნოეს გარშემო კიდევ მცირე ტერიტორიული წინსვლა განახორციელეს. იზიუმიდან ცეცხლის გახსნა მთავარი გზის ღერძის გასწვრივ გრძელდება. მთავარი გზის კონტროლი, რომელიც დონეცკს ხარკოვთან აკავშირებს, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი მიზანი იქნება რუსეთისთვის, როდესაც ის დონეცკის ოლქის გავლით წინსვლას ცდილობს", - ნათქვამია ანგარიშში.

წაკითხვა 174 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 10 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.