May 17, 2024

"რაც უფრო მეტი რუსი ტყვე გვეყოლება, მით უფრო სწრაფად შევძლებთ ჩვენი გმირების გათავისუფლებას"

რაც უფრო მეტი რუსი ტყვე გვეყოლება, მით უფრო სწრაფად შევძლებთ ჩვენი გმირების გათავისუფლებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც, მისი თქმით, მტრების ტყვედ აყვანას უზრუნველყოფენ. ზელენსკი გამოეხმაურა 108 უკრაინელი ქალის ტყვეობიდან გათავისუფლებას და აღნიშნა, რომ უკრაინას თავისიანი არავინ ავიწყდება.

 

„დასრულდა რუსეთის ტყვეობიდან ჩვენი ხალხის გათავისუფლების მორიგი ეტაპი. შევძელით 108 უკრაინელი ქალის – ოფიცრების, სერჟანტების, რიგითების დაბრუნება. ისინი არიან არმიის, სამხედრო-საზღვაო ძალების, ტერორისტული თავდაცვის, ნაციონალური გვარდიის, სასაზღვრო სამსახურის წევრები. 96 სამხედრო მოსამსახურე, მათგან 37 ევაკუირებულია „აზოვსტალიდან“. 12 სამოქალაქო პირი. გათავისუფლებულებს შორის არიან ისინიც, ვინც ტყვედ აიყვანეს ფართომასშტაბიან ომამდე დიდი ხნით ადრე. ჩვენიანი არავინ გვავიწყდება – ყველა უნდა დავიბრუნოთ და დავიბრუნებთ. მადლობას ვუხდი ყველა ჩართულ პირს ამ წარმატებისთვის. ასევე მადლობა ყველას, ვინც ავსებს ჩვენს გაცვლით ფონდს, ვინც უზრუნველყოფს მტრების ტყვედ აყვანას. რაც უფრო მეტი რუსი ტყვე გვეყოლება, მით უფრო სწრაფად შევძლებთ ჩვენი გმირების გათავისუფლებას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

წაკითხვა 157 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 18 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.