"აშშ-მა „ჰაიმარსები“ კიევისაგან საიდუმლოდ ისე გადააკეთა, რომ უკრაინელებს რაკეტების რუსეთისაკენ გაშვების შესაძლებლობა არ ჰქონოდა“

„ამერიკელებმა სპეციალურად განახორციელეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სარაკეტო სისტემის „ჰაიმარსის“ (HIMARS) მოდიფიკაცია ისე, რომ მისი დახმარებით რუსეთის ტერიტორიისათვის უკრაინას დარტყმა არ მიეყენებინა“, - ნათქვამია გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „აშშ-მა „ჰაიმარსები“ კიევისაგან საიდუმლოდ ისე გადააკეთა, რომ უკრაინელებს რაკეტების რუსეთისაკენ გაშვების შესაძლებლობა არ ჰქონოდა“ (ავტორი - მაიკლ გორდონი).

როგორც გაზეთი იტყობინება აშშ-ის მთავრობაში ზოგიერთი წყაროსაგან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ვაშინგტონმა ეს გადაწყვეტილება იმ მიზნით მიიღო, რომ მოსკოვთან ურთიერთობა არ გაემწვავებინა. გარდა ამისა, „ჰაიმარსების“ გადაკეთება იმასაც ნიშნავს, რომ პენტაგონი უკრაინის არმიას არ ენდობა - როგორც ჩანს, ამერიკელები დარწმუნებულნი არ არიან, რომ კიევი თავის დაპირებას შეასრულებს და ამერიკულ რაკეტებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში არ გაუშვებს.

 

ივნისის თვიდან დაწყებული, ამერიკამ უკრაინას 20 ერთეული „ჰაიმარსის“ კომპლექსი გადასცა, რომლის რაკეტები დამიზნების თანამგზავრული სისტემით არიან აღჭურვილნი და 80 კილომეტრის მანძილზე ფრენა შეუძლიათ. უკრაინის არმია ამ რაკეტებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაზე განლაგებული საწყობების, მომარაგების გზების და რიგი სხვა ობიექტების გასანადგურებლად იყენებდა. მაგრამ „ჰაიმარსის“ სარაკეტო-საზენიტო სისტემას უფრო მეტი პოტენციალი გააჩნია - მისი რაკეტებს სამიზნის განადგურება 320 კილომეტრზეც შეუძლიათ.

 

როგორც ცნობილია, აშშ-მა უკრაინას უარი განუცხადა ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების ATACMS-ების მიწოდებაზე, რომლითაც რუსეთის ტერიტორიას მიწვდებოდა, ახლა კი ასევე გამჟღავნდა პენტაგონის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ამერიკელებმა გადააკეთეს (მოდიფიცირება განახორციელეს) ის „ჰაიმარსები“, რომლებიც კიევს გადასცეს - ეს იმ შემთხვევისათვის, თუ უკრაინა რუსეთისაკენ მათ გაშვებას მოისურვებდა, რაკეტები სამიზნემდე მაინც ვერ მიღწევდნენ.

 

პენტაგონის ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისადმი გაწეული მხარდაჭერის დაბალანსებას ცდილობს - ეხმარება კიევს, მაგრამ იმავდროულად მოსკოვთან ურთიერთობის გამწვავებას თავს არიდებს.

 

აშშ-ის მოქმედება იმასაც მიანიშნებს, რომ თეთრი სახლი ეჭვობს, ვაითუ კიევმა მიცემული პირობა დაარღვიოს და რაკეტების რუსეთის ტერიტორიისაკენ გაშვებაზე ხელი წაუცდეს.

 

გაზეთი „უოლ სთრით ჯორნელი“ შეეცადა, რომ რაკეტების სპეციალური გადაკეთების თაობაზე მოპოვებული ინფორმაცია მთავრობის სტრუქტურებში გადაემოწმებინა, მაგრამ მათ რაიმე განმარტებაზე და კომენტარზე უარი განაცხადეს.

 

წყარო

წაკითხვა 358 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.