May 3, 2024

ვის სურს ომი უკრაინაში - რას წერს უცხოური პრესა

უკრაინელი პოლიტიკოსები უარს აცხადებენ რუსეთთან მოლაპარაკებაზე იმიტომ, რომ მათთვის ომი მომგებიანია.

მათ უამრავი ვალი დაიგროვეს დასავლეთისაგან, მაგრამ მისი გადახდა არ ადარდებთ, სულ უფრო მეტს ითხოვენ, ცდილობენ დაარწმუნონ ვაშინგტონი, ბერლინი და პარიზი იმაში, რომ უკრაინის გადარჩენა აუცილებელია. ამავე დროს მმართველ წრეებს უკრაინელი ხალხის ბედი ნაკლებად ადარდებთ. პოლიტიკურ ელიტას სარდაფებში გენერატორები უდგათ და დენი მუდმივად აქვთ, მათი საბანკო ანგარიშები კი კარიბის ზღვის ქვეყნებში მდებარე ბანკებშია გახსნილი. სულელი უნდა იყო, რომ დასავლეთის მიერ მიცემული ანგარიშის ცარიელ ბლანკებში კარგი თანხა არ ჩაწერო“, - ნათქვამია გერმანული გაზეთის „იუნგე ველტის“ (Junge Welt) სტატიაში სათაურით „ვის სურს ომი უკრაინაში: კიევი და სამშვიდობო მოლაპარაკებები“ (ავტორი - რეინჰარდ ლაუთერბახი). 

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

 

„როგორც კი რომელიმე დასავლელი პოლიტიკოსი რაიმე უბრალო მინიშნებას გააკეთებს სამშვიდობო მოლაპარაკებისა და კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებაზე, კიევში იმავ წუთს აცხადებენ, რომ ეს გამორიცხულია. მაგალითად, ამას წინათ, როგორც კი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „ჩაილაპარაკა“, რომ რუსეთს შეიძლება უსაფრთხოების გარანტიები მიეცესო, კიევმა დაუყოვნებლივ „გადამღობი ცეცხლი“ გახსნა - რა დროს მოლაპარაკებაა, ომი უნდა გაგრძელდესო.

 

მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ დავით არახამიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ კრემლი თავის ჯარებს მთლიანად გაიყვანს უკრაინის ტერიტორიებიდან, დათანხმდება რეპარაციის გადახდაზე და სამხედრო ტრიბუნალით რუსი გენერლებისა და პოლიტიკოსების გასამართლებაზე. გარდა ამისა, რუსეთმა უარი უნდა თქვას თავის ბირთვულ სტატუსზე და მასობრივი მოსპობის იარაღი ნებაყოფლობით უნდა გაანადგუროს. მაგრამ ეს ისეთი პირობებია, რომლებზეც მოსკოვი შეიძლება მხოლოდ დამარცხების შემდეგ დათანხმდეს. აშკარაა, რომ ამ ეტაპზე, კიევის ასეთი მოთხოვნების ფონზე, არანაირი მოლაპარაკება არ გაიმართება. ამავე დროს, იბადება კითხვა: ვის სურს და შეუძლია რუსეთის იძულება ამ ყველაფერზე? როგორც ჩანს, ამერიკაც არ არის მზად უკრაინის გულისთვის ამ რისკზე წავიდეს“.

 

რატომ იქცევიან ასე უკრაინის ლიდერები? განა ყველა ჭკუიდან არიან შეშლილნი და პერსპექტივაზე არ ფიქრობენ? არსებობს რამდენიმე ვარიანტი: პირველი - კი, ზოგიერთებს შეიძლება ჭკუა მართლაც არ აწუხებთ, მაგრამ საეჭვოა, რომ უკრაინის მთელი პოლიტიკური კლასი იყოს გადარეული. მეორე - კიეველი პოლიტიკოსები ასე იმიტომ ლაპარაკობენ, რომ მათ „ზემოდან“ ნება დართეს. ეს სრულიად შესაძლებელია - გავიხსენოთ, რომ გაზაფხულზე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება თურქეთში ბრიტანელი აწ უკვე ყოფილი პრემიერის ბორის ჯონსონის მცდელობით ჩაიშალა.

 

მაგრამ ასეთი თავდაჯერებულებისა და სასოწარკვეთის ნარევი შეიძლება სხვანაირადაც აიხსნას: არ არის გამორიცხული, რომ უკრაინის ხელისუფლებისათვის „გათავხედებული მევალის“ სტატუსით ყოფნა, მსოფლიოში მიმდინარე ფინანსური კრიზისის ფონზე, საკმაოდ მომგებიანია. რატომ ცდილობს კიევი დასავლეთის დარწმუნებას იმაში, რომ უკრაინას განუწყვეტლივ უნდა დაეხმარონ და გადაარჩინონ? რასაკვირველია, როცა მილიონის უკან დაბრუნება არ შეგიძლია, ეს შენი პრობლემაა, მაგრამ როცა საქმე მილიარდებს ეხება, ეს უკვე ბანკის პრობლემას წარმოადგენს. უკრაინის ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ რუსეთს სხვის ხარჯზე და სხვისი ფულით ეომება, ამიტომაც კიევს მშვიდობა არ სურს, ელიტა ხომ ომის ხარჯზე ცხოვრობს. დასავლეთი უზრუნველყოფს ყველაფრით - ფულით, იარაღით, სურსათით, სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული დახმარებით და ა.შ.

 

პოლიტიკოსებს სულაც არ ადარდებთ, რომ ის უკრაინელები, რომელთა მძიმე მდგომარეობით ელიტა მანიპულირებს, იძულებულნი არიან გაიყინონ, ცივ და ნახევრად დანგრეულ სახლებში იცხოვრონ, მშიერ-მწყურვალები იყვნენ, დაიხოცონ ან საზღვარგარეთ გაიქცნენ. პოლიტიკოსებს კი სარდაფებში მშვენივრად აქვთ მოწყობილი თავშესაფრები, აქვთ დასავლური გენერატორები, საბანკო ანგარიშები კი კარიბის ქვეყნების ბანკებში აქვთ გახსნილი... რა თქმა უნდა, მათი მხრიდან სისულელე იქნებოდა, რომ მიცემულ შეუვსებელ ჩეკებში სასურველი თანხა არ ჩაეწერათ“.

 

წყარო

წაკითხვა 432 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.