April 29, 2024

კადიროვს სურს, რომ რუსეთმა პოლონეთის „დემილიტარიზაციაც“ მოახდინოს

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ სურს, რომ რუსეთმა პოლონეთის „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაციაც“ მოახდინოს. ასეთი კომენტარი ჩეჩნეთის ლიდერმა სოციალურ ქსელში გაავრცელა მას შემდეგ, რაც პოლონეთის ხელისუფლება ამერიკული იარაღის მიღების შესაძლებლობაზე ალაპარაკდა.

თავის ტელეგრამის არხში კადიროვმა გააკრიტიკა პოლონეთის თხოვნა სამხედრო დახმარებაზე შეერთებული შტატების მისამართით და აღნიშნა, რომ რუსეთმა "უნდა გააგრძელოს ბრძოლა სატანიზმის წინააღმდეგ მთელ ევროპაში." ამასთან ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების მეთაურმა მიანიშნა სილეზიის ავტონომიის ტერიტორიაზე (რეგიონი, რომლის დიდი ნაწილი პოლონეთის ნაწილი გახდა 1945 წელს) რეფერენდუმის ჩატარებაზე, რაშიც რუსეთს, კადიროვის აზრით, „ორგანიზაციული დახმარების გაწევა" შეუძლია.

 

მანამდე პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის საერთაშორისო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა მარჩინ პჟიდაჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყანა მოუთმენლად ელის აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ვიზიტს და დასძინა, რომ პოლონეთს ესაჭიროება ამერიკული იარაღი, რომლითაც უკრაინისთვის გადაცემულ ტექნიკას ჩაანაცვლებს.

 

უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაწყისში კადიროვი ირწმუნებოდა, რომ "რუსეთის არმია არ ესხმის თავს უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს" და რომ რუსი სამხედროები "უკრაინელებს ყველაზე კეთილი გრძნობებით ეპყრობიან." მაგრამ სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ, ჩეჩნეთის მეთაურმა მეზობელი ქვეყნის მისამართით ბირთვული იარაღით დამუქრება დაიწყო და ეს მუქარა შემდგომ კვლავ გაიმეორა.

 

გასულ გაზაფხულზე კადიროვის რაზმელებს სოციალურ ქსელში უწოდეს მეტსახელი "ტიკ-ტოკის ჯარისკაცები“ - უკრაინაში თავიანთი მონაწილეობის შესახებ ინტერნეტით გავრცელებული მრავალი ვიდეოს გამო. მიუხედავად ამისა, ჩეჩნეთის ხელმძღვანელი აგრძელებს იმ დაქირავებულთა გაგზავნას ომში, რომლებსაც მთელ რუსეთში აგროვებს. უკრაინაში მიმდინარე ომს ცოცხლად გადარჩენილი ეს ე.წ. "კადიროველები" ჩივიან, რომ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებენ, ხოლო დაბრუნების შემდეგ უარი უთხრეს დაპირებულ გადასახადებსა და მკურნალობაზე.

წაკითხვა 145 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.