ბახმუტთან რუსების მხრიდან დაბომბვის შედეგად ფრანგი ჟურნალისტი არმან სოლდინი დაიღუპა

ბახმუტთან რუსების მხრიდან დაბომბვის შედეგად ფრანგი ჟურნალისტი არმან სოლდინი დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა AFP ავრცელებს, სადაც ჟურნალისტი მუშაობდა.

 

განცხადების თანახმად, სოლდინი უკრაინის დროით დაახლოებით 16:30 საათზე “გრადის” ტიპის სისტემებიდან ქალაქ ჩასოვ იარის შემოგარენის დაბომბვის შედეგად დაიღუპა, სადაც მდებარეობს ე.წ. სიცოცხლის გზა ბახმუტისკენ, რომლის მეშვეობითაც ხდება უკრაინელი სამხედროების მომარაგება და რომელიც ხშირად ხდება რუსეთის მხრიდან დაბომბვების სამიზნე.

 

სოლდინი ოთხი კოლეგის კომპანიაში იყო, რომლებიც არ დაშავებულან, დაბომბვის დროს ისინი უკრაინელ სამხედროებთან ერთად იმყოფებოდნენ.

 

საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” ინფორმაციით, სოლდინი მედიის როგორც მინიმუმ მე-11 თანამშრომელია, რომელიც უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის შემდეგ გარდაიცვალა.

წაკითხვა 139 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.