April 30, 2024

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს აგზავნის

აშშ ახლო აღმოსავლეთში ტერმინალის მაღალი სიმაღლის არეალის დაცვის სისტემასა (THAAD) და „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის დამატებით ბატალიონებს გაგზავნის , - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საკითხის დეტალური განხილვის შემდეგ მიიღეს.

 

„ირანისა და მისი მარიონეტული ძალების მიერ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბოლოდროინდელი ესკალაციის შესახებ პრეზიდენტ ბაიდენთან დეტალური დისკუსიების შემდეგ, რეგიონში თავდაცვის დეპარტამენტის შემდგომი პოზიციის გასაძლიერებლად მთელი რიგი დამატებითი ნაბიჯების განკარგულება გავეცი”, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

 

მისი თქმით, გარდა ამისა, შეერთებულ შტატებს რეგიონში განლაგებისთვის მზადყოფნაზე დამატებითი ჯარები გადაჰყავს.

 

„ეს ნაბიჯები გააძლიერებს რეგიონული შეკავების ძალისხმევას, გაზრდის აშშ-ის ძალების დაცვას რეგიონში და დაეხმარება ისრაელს თავდაცვაში“, - აღნიშნა ოსტინმა.

 

შეგახსენებთ,შეერთებულმა შტატებმა ბოლო კვირების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო ძალები გაგზავნა, მათ შორის ორი ავიამზიდი, მათი დამხმარე გემები და დაახლოებით 2 000 საზღვაო ქვეითი.

წაკითხვა 171 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.