April 29, 2024

ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მდგრადობის გაძლიერებასა და იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლის წინაშეც რუსეთის ქმედებების შედეგად დგას - ევროპული საბჭო

ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში.

„ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მისი მდგრადობის გაძლიერებასა და იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლის წინაშეც რუსეთის ქმედებების შედეგად დგას და ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად არსებული გამოწვევების გადაჭრაში“, – აღნიშნულია ევროპული საბჭოს დასკვნაში.

 

ამასთან, დასკვნაში წერია, რომ ევროკავშირი აკვირდება საქართველოს მუდმივ ძალისხმევას და ქვეყანას პრიორიტეტული რეფორმების მიმართულებით წინსვლისკენ მოუწოდებს.

წაკითხვა 114 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 22 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.