მსხვერპლი მოჰყვა ხარკოვზე დრონებით შეტევას

სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე დრონებით შეტევის შედეგად. დაღუპულებს შორის მაშველებიც არიან.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე მორიგი იერიში გასულ ღამით მიიტანეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დანგრეული და დაზიანებულია რამდენიმე სახლი, მათ შორის 14-სართულიანი კორპუსი.

 

 

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმისას ერთ-ერთი სახლის მობინადრე ქალი დაიღუპა.

 

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევას რამდენიმე ადგილზე ხანძარი მოჰყვა. ერთ-ერთ მისამართზე მაშველების მუშაობის დროს დრონებით მორიგი დარტყმა იყო. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ორი მაშველი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. კიდევ ერთი მაშველი დაჭრილია.

წაკითხვა 99 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 04 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.