April 29, 2024

აშშ შიშობს, რომ „აგენტების კანონი" საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას

აშშ ღრმად შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, მიიღოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. სახელმწიფო დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ ამ კანონის მიღება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს"- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.

 

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას საქართველოს ტრანსატლანტიკური და ევროპული მომავლის დამაზიანებლად მიიჩნევენ ამერიკელი სენატორები, რესპუბლიკელი ჯიმ რიში და დემოკრატი ჯინ შაჰინიც.

 

მმართველ პარტიას ე.წ. აგენტების კანონის მიღების მორიგ განზრახვაზე უარისკენ მოუწოდეს ევროკავშირმა და ნატომაც.

წაკითხვა 84 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 05 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.