May 2, 2024

ოქტომბერი 16 2023 წაკითხვა 93 ჯერ

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში, „ჰამასის“ ტყვეობაში, სულ მცირე 199 მძევალი იმყოფება.

ოქტომბერი 16 2023 წაკითხვა 134 ჯერ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარს უჭერს ისრაელის გადაწყვეტილებას, გაანადგუროს რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“. ამის შესახებ ბაიდენმა განაცხადა CBS-თან ინტერვიუში, რომელიც ტელეკომპანიის ეთერში 15 ოქტომბერს გავიდა.

ოქტომბერი 16 2023 წაკითხვა 146 ჯერ

თურქეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია (TRT - Türkiye Radyo ve Televizyon Kurumu) თავის ვებ-გვერდზე, რუბრიკით „აქტუალური თემის ანალიზი“, აქვეყნებს სტატიას სათაურით „თურქული ხედვა: პალესტინელების სასოწარკვეთილი წინააღმდეგობა ოკუპაციის ჩრდილში, რომელიც ათწლეულებია გრძელდება“ (ავტორი - ჯან აჯუნი, პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი).


გთავაზობთ პუბლიკაციას:

„ჰამასის“ შეიარაღებულმა ფრთის „იზატინ კასამის“ ბრიგადებმა და მასთან ერთად მოქმედმა ღაზაში განლაგებულმა პალესტინის წინააღმდეგობის სტრუქტურებმა დაიწყეს მასიური შეტევა იმ დროს, როცა ისრაელის დაზვერვა და არმია ამას არ ელოდნენ. როგორც ჩანს, პალესტინური ჯგუფები ამ ოპერაციისთვის ფარულად დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ და ტექნიკური შესაძლებლობები გააძლიერეს. გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, რომ „კასამმა“ და სხვა დაჯგუფებებმა ერთდროულად აიღეს ღაზას ირგვლივ მდებარე ისრაელის 4 სამხედრო ბაზა ისეთი ელემენტების გამოყენებით, როგორიცაა დრონები და პარამფრენები. ასევე ასობით პალესტინელმა მებრძოლმა შეაღწია რეგიონის ისრაელის დასახლებებში და მოახერხა მათი დიდწილად დაკავება, შემდეგ კი დაახლოებით 200 ჯარისკაცი და მაცხოვრებელი დაატყვევა და ისინი ღაზაში მიიყვანეს.

ისრაელის არმიამ და დაზვერვამ ისეთი დიდი სისუსტე გამოავლინა და ისეთი დიდი დანაკარგები განიცადა, რომ მომხდარმა ისრაელში შოკის ეფექტი იქონია. ისრაელის არმია 48 საათის განმავლობაში ვერ აკონტროლებდა ღაზის თითქმის ორჯერ დიდ ტერიტორიას, თუმცა შემდეგ დაიწყო ღაზის ინტენსიური დაბომბვა. მიუხედავად იმისა, რომ ღაზაში უკვე არსებული ბლოკადა მანამდეც თითქმის აბსოლუტური იყო, რეგიონს ელექტროენერგია და წყალიც შეუწყვიტეს. ქალაქის ყველა სასიცოცხლო ხაზი გათიშულია და დაბომბვის დროს არ ხდება სამხედროებისა და სამოქალაქო პირების გარჩევა. ამ დროისთვის ღაზას თითქმის ათასი მოქალაქე დაიღუპა. „ალ-კასამის“ ბრიგადები კი ცდილობენ უპასუხონ ისრაელს სარაკეტო სროლით და გვირაბის ხაზებით დროდადრო შეღწევით.

ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო ოფიციალური პირები ძალიან მკაცრ განცხადებებს აკეთებენ და ისინი ასევე ხაზს უსვამენ სახმელეთო ოპერაციისთვის სამზადისს. ამასთან, ფაქტები მეტყველებენ, რომ ისრაელმა აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაული და დაუწესა კოლექტიური სასჯელი ღაზას, სადაც დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.


შეტაკებები ხდება ისრაელის ჩრდილოეთით ლიბანთან საზღვარზე. მაგრამ ეს ურთიერთჩართულობა ნებისმიერ მომენტში შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს. მით უმეტეს, თუ ისრაელის არმია ღაზის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციას იწყებს, ლიბანის ფრონტის გახსნა და სირია/გოლანის ღერძის ჩათვლა ერთ-ერთი შესაძლო სცენარია.


იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეგიონში ავიამზიდების განლაგება დაიწყო, ყველაფერი შეიძლება მოულოდნელად გამოვიდეს კონტროლიდან. ისრაელი ხაზს უსვამს, რომ მის წინააღმდეგ ამ თავდასხმის უკან ირანი დგას. ცნობილი ფაქტია, რომ ირანი სერიოზულ სამხედრო მხარდაჭერას უწევს ჰამასს ბოლო წლებში და არის მოსაზრებები, რომ ირანმა გადადგა ასეთი ნაბიჯი რეგიონში არაბ-ისრაელის ნორმალიზაციისთვის ხელის შესასვლელად. თუმცა, ამ კონიუნქტურით არ უნდა დავივიწყოთ გეოპოლიტიკური სვლების მიღმა სიმართლე.


პალესტინელები 75 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებიან ისრაელის ოკუპაციის ქვეშ, მათ მიწებს იპარავენ, მათ კლავენ და ლტოლვილებად აქცევენ. დასავლური ძალები უპირობოდ უჭერენ მხარს ისრაელს. განსაკუთრებით ახლა, ნეთანიაჰუს კაბინეტმა და პრაქტიკამ, რომელიც ულტრამემარჯვენე/სიონისტური მთავრობაა, კიდევ უფრო გაუცრუა პალესტინელების იმედი და უბიძგა მათ სასოწარკვეთილი წინააღმდეგობის გაწევისკენ. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას ხელს უწყობს, არის ირანი. მსოფლიო ფოკუსირებული უნდა იყოს საკითხის ორ სახელმწიფოდან გადაწყვეტაზე, რომელიც დაიცავს პალესტინელების უფლებებს. ვერასოდეს იქნება შესაძლებელი რეგიონში სტაბილურობის მიღწევა სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბების გარეშე ტერიტორიული მთლიანობით, რომლის დედაქალაქი იერუსალიმი იქნება.

წყარო

ოქტომბერი 14 2023 წაკითხვა 97 ჯერ

ისრაელი ღაზას სექტორში „მნიშვნელოვანი სახმელეთო ოპერაციისთვის” მზადებას ასრულებს.

ოქტომბერი 13 2023 წაკითხვა 121 ჯერ

ევროპის საბჭოს ასამბლეა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, „აღიარონ ვლადიმერ პუტინი არალეგიტიმურად მისი ამჟამინდელი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ და შეწყვიტონ მასთან ყოველგვარი კონტაქტი, ჰუმანიტარული კონტაქტის გარდა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ოქტომბერი 13 2023 წაკითხვა 248 ჯერ

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღამით ღაზის სექტორში 750 სამხედრო ობიექტს დაარტყეს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს.

გვერდი 19 სულ 267
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.