May 14, 2024

იანვარი 09 2023 წაკითხვა 244 ჯერ

ბრაზილიის სამთავრობო შენობები ქვეყნის პოლიციამ დაიკავა, დაკავებულია, სულ მცირე, 400 ადამიანი.

იანვარი 09 2023 წაკითხვა 157 ჯერ

რუსეთი უკვე მზადაა ყირიმიდან გაქცევისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

იანვარი 07 2023 წაკითხვა 183 ჯერ

ირანის ხელისუფლებამ დღეს სიკვდილით კიდევ ორი ახალგაზრდა დასაჯა, რომელთაც მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან აფილირებული ბასიჯის მოხალისეთა წევრების მკვლელობა ედებათ ბრალად.

იანვარი 07 2023 წაკითხვა 171 ჯერ

დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

იანვარი 06 2023 წაკითხვა 276 ჯერ

კიევმა უარყო ქრისტიანული მოწყალების ხელი, რომელიც მოსკოვმა მას „შობის“ დღესასწაულზე გაუწოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ნაკლები პრობლემები და მზაკვრობა იქნება, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რითაც ის რუსეთის მიერ ე.წ. „საშობაო ზავის“ შეთავაზებაზე უკრაინის რეაგირებას გამოეხმაურა.

 

"უკრაინელებს ქრისტიანული გულმოწყალეობის ხელი გაუწოდეს დიდ დღესასწაულზე. მათმა ლიდერებმა კი ის უარყვეს... ღორებს არ აქვთ რწმენა და თანდაყოლილი მადლიერების გრძნობა. მათ ესმით მხოლოდ უხეში ძალა და პატრონებისგან სათქვლეფს მოითხოვენ. წვრთნა ეფუძნება ამას და ამას განაგრძობენ დასავლელი მეღორეები", - წერს მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე.

 

მისი მტკიცებით, ე.წ. „სპეცოპერაციაში“ მონაწილე რუსი სამხედროების უმეტესობამ „მშვიდად ამოისუნთქა, როდესაც გაიგო მთავარი უკრაინელი ჯამბაზების უარი შობის დღეს ცეცხლის შეწყვეტაზე“, რადგან ამ შემთხვევაში „ნაკლები პრობლემები და მზაკვრობა“ იქნება.

 

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. კერძოდ, პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს დაავალა, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მთელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შემოიღოს. უკრაინის ხელისუფლებაში რუსეთის ეს ნაბიჯი თვალთმაქცობად შეაფასეს და განაცხადეს, რომ „დროებითი დაზავება” მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, როცა რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ ტერიტორიებს დატოვებს.

იანვარი 06 2023 წაკითხვა 205 ჯერ

ვლადიმერ პუტინს სურს, შობა გამოიყენოს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩეროს, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას გააკეთა.

გვერდი 57 სულ 268
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.