May 14, 2024

დეკემბერი 31 2022 წაკითხვა 184 ჯერ

გრიპისა და „კორონავირუსის მუტაციების” გამო პუტინი ჟურნალისტებთან არ ისაუბრებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დეკემბერი 30 2022 წაკითხვა 177 ჯერ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის ჯავშანტექნიკისა და დამატებითი რაკეტების გადაცემა ომის დასასრულს მოაახლოებს.

 

ამის შესახებ პოდოლიაკმა განცხადება „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა.

 

მისივე თქმით, ეს ასევე შესაძლებელს გახდის რუსეთის კრიმინალური და კორუფციული გავლენის შემცირებას გლობალურ პოლიტიკაზე.

 

„უკრაინისთვის ჯავშანტექნიკისა და შორი მანძილის რაკეტების გადაცემა საშუალებას მოგვცემს: პირველ რიგში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ომის ლოკალიზების და იმის, რომ ის კიდევ უფრო გაფართოვდეს. მეორე, მოაახლოებს ომის დასასრულს და 1991 წლის საზღვარზე გასვლას“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

დეკემბერი 30 2022 წაკითხვა 185 ჯერ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

დეკემბერი 29 2022 წაკითხვა 179 ჯერ

რუსეთი არ აპირებს ვინმესთან საუბარს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებული „მშვიდობის ფორმულის“ საფუძველზე, აშკარაა, რომ თავად კიევი არ არის მზად დიალოგისთვის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

დეკემბერი 29 2022 წაკითხვა 149 ჯერ

თურქეთი არ დაუშვებს საბერძნეთის ტერიტორიული წყლების გაფართოებას ეგეოსის ზღვაში თუნდაც ერთი მილით, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

დეკემბერი 28 2022 წაკითხვა 155 ჯერ

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის მოგვარებაში მისი სავარაუდო მონაწილეობის საკითხი „არ ღირს“.

გვერდი 59 სულ 268
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.