იანვარი 18 2023 წაკითხვა 210 ჯერ

უკრაინის ქალაქ ბროვარში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა შორის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩიც არიან, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

იანვარი 18 2023 წაკითხვა 191 ჯერ

ყაზახეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის საშუალებას აღარ მისცემს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

 

ყახაზეთის მთავრობა შეწყვეტს პრაქტიკას, რომელიც რუსეთის და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა წევრი ქვეყნების მოქალაქეებს დე ფაქტო აძლევდა საშუალებას, ქვეყანაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენილიყვნენ.

 

ამისთვის მათ ყაზახეთში სამი თვის განმავლობაში ყოფნის შემდეგ ქვეყნის ტერიტორია უნდა დატოვონ, შემდეგ კი ხელახლა მიიღონ ქვეყანაში კიდევ 90 დღით დარჩენის უფლება.

 

როგორც ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რეფორმის მიხედვით, ხელისუფლება მიგრაციულ ნაკადებს უფრო მკაცრად გააკონტროლებს.

 

ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე ყაზახეთში რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომისა და კრემლის მიერ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ჩავიდა.

იანვარი 17 2023 წაკითხვა 153 ჯერ

41-მდე გაიზარდა უკრაინის ქალაქ დნეპრში, საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, დღეს, ნანგრევებში იპოვეს კიდევ ერთი, მეოთხე ბავშვის ცხედარი.

იანვარი 17 2023 წაკითხვა 180 ჯერ

2022 წლის დეკემბერში კიდევ უფრო გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული ფულის ოდენობა. წინასაახალწლოდ გზავნილების მოცულობა აღემატება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში გადმორიცხული თანხების რეკორდულ მაჩვენებელსაც კი.

იანვარი 17 2023 წაკითხვა 199 ჯერ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი დნიპროს მოსახლეობას ბოდიშს უხდის და უკრაინის თავდაცვის სისტემის მიერ რუსული რაკეტის ჩამოგდების შესახებ თავის განცხადებას სერიოზულ შეცდომას უწოდებს. აღნიშნულ საკითხზე მან კომენტარი მარკ ფეიგინთან იუთუბარხზე, ეთერში გააკეთა.

იანვარი 17 2023 წაკითხვა 160 ჯერ

მსოფლიოში, გასულ წელს, მოკლული ჟურნალისტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც წინა სამი წლის განმავლობაში კლება დაფიქსირდა, - ამის შესახებ UNESCO-ს ანგარიშშია აღნიშნული.

გვერდი 46 სულ 224
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.